მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღამის ეკონომიკა მკვდრადშობილი ინიციატივაა, რომელზეც ფული გაიფლანგა" - კლუბი "მტკვარზე"

5ec662c368734
ანა ჯოხაძე
21.05.20 15:11
2494

ღამის ეკონომიკა არის მკვდრადშობილი ინიციატივა, რომელზეც გაიფლანგა ფული”, - ამის შესახებ BM.GE-ისთან კლუბის - “მტკვარზე” დამფუძნებელმა ქეთა გაბუნიამ განაცხადა. როგორც გაბუნია ამბობს, ღამის ეკონომიკის პროგრამა უნდა ყოფილიყო პირველი დამხმარე სუბიექტი, რომელიც კლუბებს პანდემიის პირობებში სახელმწიფოსთან უშუამდგომლებდა.

მისივე თქმით, ამ დრომდე არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა საკლუბო ბიზნესთან, რომელიც პანდემიამ ასიათასობით ლარით აზარალა. კლუბის დამფუძნებელი ამბობს, რომ ზარალი თვეში 200 000 ლარია.

“ეს არის მკვდრადშობილი ინიციატივა, რომელშიც გაიფლანგა სახელმწიფოს ფული, რაც ძალიან მტკივნეული თემაა. ასიათასობით ლარი იხარჯება, აბსოლუტურად არაფრის კეთებაში. მათ ჰქონდათ შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ მთელი ორწლიანი ძილის ამბავი გამოესწორებინათ. გადმოედგათ ნაბიჯები, დაერეკათ და მოვეკითხეთ; ეთქვათ, რომ თქვენს საჭიროებებს მივიტანთ და გავაგებინებთ შესაბამის უწყებებსო... მათი ფუნქცია ესეც უნდა ყოფილიყო. მათგან უკვე არაფერს ველოდები. ვფიქრობ, უფრო ეკონომიკის სამინისტროსთან უნდა გვქონდეს კომუნიკაცია”,  - აცხადებს ქეთა გაბუნია.

შეგახსენებთ, "ღამის ეკონომიკის" პროექტი თბილისის მერიის ბაზაზე 2018 წელს შეიქმნა და მას სერგი გვარჯალაძე ხელმძღვანელობს. პროექტს, რომელსაც თბილისში ღამის ცხოვრების განვითარებაზე უნდა ეზრუნა, დღემდე ბევრი აკრიტიკებს.

ე.წ. ღამის ეკონომიკის პოლიტიკის შემუშაავებაში დასაქმებულია 5 ადამიანი; აქედან ერთი თავად სერგი გვარჯალაძეა, დანარჩენი 4 კი, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის წარმომადგენლები არიან. გასული წლის მდგომარეობით, მათი შრომის ანაზღაურებაზე ჯამურად დახარჯულია 66 750 ლარი. აქედან 31 200 სერგი გვარჯალაძის ანაზღაურებაა.

ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, რაც ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ონლაინ-გამოკითხვაა "როგორ აზარალა პანდემიამ "ღამის ეკონომიკა".