14.სექტემბერი .2020 15:30

"გამოწვევა რომ გაიზრდებოდა ვიცოდით, მაგრამ კოლბაში ვერ ჩავჯდებოდით“ - მინისტრი

views 246
უკან

"ის ლოგიკა, რომ იზრდება ტესტირება და იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა, აბსოლუტურად არასწორია", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ტესტირებების რაოდენობის ზრდას და შესაბამისად, მეტი ინფიცირებულის გამოვლენას შორის კავშირს შეეხებოდა. 

მინისტრის მტკიცებით, ინფიცირებულების რაოდენობა იმიტომ არ გაზრდილა, რომ ტესტირებების რაოდენობა გაიზარდა.

"ტესტირება ემსახურება იმას, რომ როდესაც გავხსენით ეკონომიკა, შიდა ტურიზმი და მოსახლეობის შიდა მობილობა გაიზარდა, წინასწარ ვიცოდით, რომ შემთხვევები გაიზრდებოდა, მოვემზადეთ, გავზარდეთ ტესტირების სიმძლავრეები და ახლა ვატარებთ გაცილებით მეტ ტესტირებას იმისთვის, რომ ადეკვატურად მოვემსახუროთ ამ გაზრდილ გამოწვევას. გამოწვევა რომ გაიზრდებოდა და ინფიცირებულთა რაოდენობა მოიმატებდა, თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ვერ ჩავჯდებოდით კოლბაში, ვერ ჩავკეტავდით ეკონომიკას უფრო ხანგრძლივი დროით, რადგან ჩვენი ამოცანაა, დროულად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენას და ეკონომიკის აღმავალ ტრაექტორიას", - განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის: დღეს საქართველოში covid-19-ის 165 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა