14.სექტემბერი.2018 11:31
საზოგადოება

"გამოწვევებზე ყველაზე ღირსეული პასუხი არის განათლებული საქართველო"

"გამოწვევებზე ყველაზე ღირსეული პასუხი  არის განათლებული საქართველო"
განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის ხედვის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მთავარი გამოწვევა ძლიერი განათლების სისტემის შექმნაა და ყველაფერი გაკეთდება ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის ბოლომდე მისაყვანად.

„დღეს ჩვენი ქვეყანა დგას მრავალი გამოწვევის წინაშე: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ეკონომიკური განვითარება, სიღარიბის დაძლევა, სოციალური პრობლემები და ბევრი სხვა. ყველაზე ღირსეული პასუხი ამ გამოწვევებზე არის განათლებული საქართველო. განათლების სისტემის მოდერნიზაცია, ძლიერი და საფუძვლიანი განათლების სისტემის შექმნა და მისი ამოქმედება არის მთავარი წინაპირობა იმისთვის, რომ საქართველომ ეს დაბრკოლებები დაძლიოს. მე განვაცხადე, რომ ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება, ახალგაზრდობა და ინოვაციები. შესაბამისად, დღეს ჩემთვის არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ემოციური დღე. ბევრმა თქვენგანმა იცის, რამდენად მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის განათლების რეფორმის გატარება. გპირდებით, ამ უმნიშვნელოვანეს რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ და მოვიტანთ იმ შედეგს, რომელსაც საქართველო ნამდვილად იმსახურებს. სწორედ ამიტომ დღეს აქ, ამ წმინდა ადგილას, იყალთოს აკადემიის კედლებში ჩვენ - მე და ჩემი გუნდი - წარმოგიდგენთ განათლების რეფორმის ხედვას,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

23.ივლისი.2019 17:00
90

„წელს რეკორდული თანხა - 400 მლნ იხარჯება რეგიონებში, რაც 6700 პროექტის განხორციელებას მოხმარდება“

ვრცლად
23.ივლისი.2019 15:31
205

„ბედნიერი ვარ იმ სითბოთი, რაც ქართველმა ხალხმა ჩემს მიმართ გამოხატა“ - რივალდო ქუთაისშია

ვრცლად
23.ივლისი.2019 13:46
109

Gwp ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს იწყებს

ვრცლად
23.ივლისი.2019 12:10
647

იუსტიციის სახლში საზღვრის კვეთის ცნობების გაცემა დაიწყო

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:20
195

„მოსახლეობასთან ღია შეხვედრები გვჭირდება, რომ ბიუჯეტი მათი საჭიროებების გათვალისწინებით დავგეგმოთ“

ვრცლად
23.ივლისი.2019 09:00
221

მერია: რეაბილიტირებულ პარკებში კომერციული ფართები გათვალისწინებული იქნება

ვრცლად