გამწვანებით 1 მოსახლეზე თბილისი, როგორც ევროპულ ისე პოსტსაბჭოთა ქალაქებს ჩამორჩება. ამის შესახებ BM.GE-ის "სითის ინსტიტუტის" დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა. როგორც სალუქვაძე ამბობს, 1 სულ მოსახლეზე თბილისში 2,7 კვადრატული მეტრი გამწვანებული არეალი მოდის, ეს მაჩვენებელი კი ზოგიერთი ევროპული ქალაქის შემთხვევაში ბევრად მაღალია და ხშირად 1 სულ მოსახლეზე 25 კვადრატული მეტრიც კი არის.
"ამ რიცხვების შემდეგ კი რთული შესამჩნევი არ არის, რომ ბეტონებით შემოსაზღვრული ქალაქისთვის გამწვანება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დგას, იქ სადაც მასშტაბური საქალაქო პარკები უბრალოდ არ არსებობს.
თბილისის განაშენიანებულ ნაწილში, იქ სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება გამწვანება და რეკრეაცია, 1 სულ მოსახლეზე გამწვანება 2,8 კვადრატული მეტრია. ეს მაჩვენებელი ძალიან დაბალია, რომელიც დიდად ჩამორჩება არამხოლოდ ევროპის ქვეყნებს, სადაც ხშირად 20-25 კვადრატული მეტრია გამწვანება 1 სულ მოსახლეზე, არამედ პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც. კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა ის არის, რომ გამწვანება და რეკრეაცია არათანაბრად არის განაწილებული ქალაქში", – აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
კითხვაზე გამწვანების მიმართულებით თბილისის მერიის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რამდენად ეხმიანება
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით დასმულ რეკომენდაციებს, სალუქვაძე გვპასუხობს, რომ თუ თბილისის მერია გამწვანების ნაწილში დაანონსებულ მასშტაბურ პროექტებს განახორციელებს, 2030 წლისთვის 1 სულ მოსახლეზე გამწვანების არეალი, რომელიც დღეს საგრძნობლად დაბალია, გაიზრდება და გვექნება შესაძლებლობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს ცოტათი მაინც მივუახლოვდეთ.
“ტრანსპორტის სფერო უფრო სტაბილურად მიიწევს წინ. გამწვანების სფეროც კარგია, მზიურიც ვნახეთ, სხვადასხვა სკვერები და პარკები, მაგრამ არის კიდევ ძალიან ბევრი... იგივე თემქის ხევი და დიღმის ჭალები არის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი გენგეგმის მწვანე ქალაქის კონცეფციის. მათი გაშენება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება მთლიანად ქალაქისათვის. ეხლა იპოდრომიც თუ წამოგვეწევა ამ მიმართულებით კარგად მივდივართ, მთავარია რეალურად განხორციელდეს ეს ყველაფერი და მოქალაქეებმა და საზოგადოებამ დაინახოს, რომ ეს მხოლოდ ქაღალდზე კი არ არის გენგეგმის მიხედვით გაწერილი, არამედ რეალურად ხორციელდება”, - ამბობს "სითის ინსტიტუტის" დირექტორი მამუკა სალუქვაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
აუცრელ თანამშრომელს რესტორანში არ ავიყვან - თაკო დოლაბერიძე
თურქეთის ელჩი „ნამახვანჰესზე“: არსებობს მანიპულაცია ფაქტებით... მოვუწოდებ კომპანიას ღიად გამოვიდეს და ილაპარაკოს
თბილისის სამ რაიონში მოსახლეობის ნაწილს წყალი 26 საათით შეუწყდება
კომაროველ ნიკოლოზ ბირკაძეს მასაჩუსეტსის ინსტიტუტი სწავლას $300 000-ით დაუფინანსებს
თბილისის მერია შემოდგომაზე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპს გეგმავს
ხვალიდან, თბილისში ავტობუსის ახალი ინტეგრირებული მარშრუტი N339 ამოქმედდება
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი