მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გამყვანი ტურიზმის ასოციაცია": დღეს ტურიზმი აღარ არსებობს

600ae7780bd86
ინგა მურუსიძე
22.01.21 19:40
1278
„გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ თანადამფუძნებლის და შპს "კლარკ რობინსის" აღმასრულებელი დირექტორის მამუკა კელაურაძის განცხადებით, დღეს ტურიზმი აღარ არსებობს.

ამის შესახებ კილაურაძემ ტურიზმის ინდუსტრიის ინიციატივით გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც დარგმა მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართა და ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების და მთის კურორტები გახსნას მოითხოვა.

„ტურიზმი, დღევანდელი მდგომარეობით, აღარ არსებობს. მივმართავთ მთავრობას, რომ პირველ რიგში გაიხსნას სახმელეთო საზღვარი კოვიდგატანილების და ვაქცინირებული ხალხისთვის. ასევე, აუცილებელია, სამთო კურორტების გახსნა. 2020 წლის დაგეგმვა პარტნიორებმა ჯერ კიდევ 2019 წლის აგვისტოში დაწყეს, ამიტომ გასული წლის იანვარში უკვე ვიცოდით რამდენ ვიზიტორს ჩამოვიყვანდით. ახლა არაფერი ვიცით, ისიც არ ვიცით, გავიხსნებით თუ - არა. ჩემი ძირითადი მომწოდებელი იყო „ვიზეარი“, რომელიც მაისიდან თითქოს იფრენს, მაგრამ სულ რამდენიმე რეისი სრულდება“, - განაცხადა კელაურაძემ.

მისივე თქმით, კომპანიის დანაკარგი მილიონამდე ლარს შეადგენს. ამ დრომდე თანამშრომლები არ გაუშვიათ, თუმცა რესურსი როცა ამოიწურება, ამის გაკეთება მოუწევს.

შეგახსენებთ: 1 თებერვლიდან ეკონომიკის "წერტილოვანი გახსნა" იწყება, მაგრამ ის მთის კურორტების და თბილისში რესტორნების გახსნას არ მოიცავს.