მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განათლების რეფორმა მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას"

5dc3bda30c14b
BM.GE
07.11.19 10:44
1161
განათლების რეფორმა მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სადაც მან ასევე გააჟღერა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თანამდებობას ტოვებს.

გახარიას შეფასებით, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოებაა.

"ჩვენ აქ პირველ რიგში ბატონ მიხეილს მადლობა უნდა გადავუხადოთ გაწეული შრომისთვის, იმ სისტემური და უაღრესად მნიშვნელოვანი რეფორმის დაწყებისთვის, რასაც ჰქვია განათლების სისტემის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, იმ მიღწევებისთვის, რომლებიც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში გვქონდა როგორც სპორტში, ასევე კულტურის მიმართულებით.

გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ ის პრინციპი, რომელსაც ყველა ერთხმად ვეთანხმებით, რომ ჩვენი ქვეყნის უაღრესად მნიშვნელოვანი და ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები გახლავთ სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. ამ სამ მიმართულებას ჩვენ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობთ. განსაკუთრებით განათლების რეფორმა მოითხოვს კიდევ უფრო სწრაფ და ეფექტიან განვითარებას და დარწმუნებული ვარ, კოლეგები, გუნდი, რომელიც განათლების მიმართულებით სამინისტროში მუშაობს, გააგრძელებს ეფექტიან შრომას",- განაცხადა გახარიამ.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობას მიხეილ ბატიაშვილი 2018 წლის ივლისიდან იკავებდა.