მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განახლებული რეგიონების" პროექტის ფარგლებში აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება

608aa4b0e907b
BM.GE
29.04.21 16:18
664
დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე, ქვეყნის მასშტაბური განახლების პროგრამაზე და აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში აჭარის 6 მუნიციპალიტეტში 20 მლნ ლარი დაიხარჯება, განხორციელდება ურბანული განახლება, რაც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ახალ პერსპექტივებს რეგიონში.

"აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში თანაბრად განხორციელდება ეს პროექტი, რაც ნიშნავს, მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ახალი სივრცეების, მიზიდულობის შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნება ათასობით სამუშაო ადგილი და უკვე დღეს, აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში, გამოცხადებულია შესაბამისი შესყიდვის პროცედურები“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გრძელდება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. დღეს ცხადდება ტენდერი ოცნების ქალაქის შემდგომი ეტაპის პროექტირებაზე. აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და პირველ ეტაპზე 582 ოჯახი მიიღებს ბინებს ახალ კომპლექსში.

ფერმერების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება. წელს 2000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდება შესაბამის აგროვადებში. უკვე დამუშავებულია 700 ჰექტარზე მეტი და პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. პროგრამა აჭარის ხუთ მუნიციპალიტეტში ხორციელდება.

ასევე, დღეს მთავრობის სხდომაზე, თორნიკე რიჟვაძემ სამთვრობო უწყებებს მოუწოდა მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს მოქალაქეების განაცხადებზე რეაგირება და დაჩქარდეს მიწების სარეგისტრაციო პროცესი - ,,მინდა დავავალო ყველა სამთავრობო უწყებას, მათ შორის მუნიციპალიტეტების შესაბამის კომისიებს, რომ უმოკლეს ვადებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდეს მიწების რეგისტრაცია და მოსახლეობას, რომელმაც გამოგვიცხადა ნდობა, არ შევუქმნათ ბარიერები“.