მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განსაკუთრებული მოლოდინები კანადის ბაზარს უკავშირდება" - „ნაციონალური დელიკატესი“ ექსპორტისთვის ემზადება

60cdc2a34ac68
მარიამ იზორია
19.06.21 19:05
2490
„ნაციონალური დელიკატესი“ პროდუქტს ექსპორტზე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ოთარ სიმონიშვილი bm.ge-ს უყვება, პანდემიის გამო ერთი წლის განმავლობაში შეჩერებული საექსპორტო მოლაპარაკებები განაახლეს და შემდეგი თვიდან პროდუქტის საექსპორტოდ მომზადებასაც დაიწყებენ.

„პანდემიის შემდეგ შეჩერებული საექსპორტო მოლაპარაკებები 2021 წლის აპრილიდან განვაახლეთ და კონტრაქტებიც გავაფორმეთ, პროდუქტს აშშ-ში, კანადაში, პოლონეთსა და ყაზახეთში გავიტანთ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ ბაზრებს წარმატებით ავითვისებთ, განსაკუთრებული მოლოდინები კანადასთან დაკავშირებით გვაქვს, ვაპირებთ ყოველი შეკვეთის მოცულობა ეტაპობრივად გავზარდოთ, სიახლეები ქართულ ბაზარზეც გვაქვს, აქამდე „ნაციონალური დელიკატესი“ თბილისში, ბათუმსა და რუსთავში რეალიზდებოდა. ახლა კი ამ ლოკაციებს ფოთი, ქუთაისი, გორი და ივლისიდან უკვე კახეთიც დაემატება", - აღნიშნავს „ნაციონალური დელიკატესის“ დამფუძნებელი.

კომპანიას გეგმაში ახალი პროდუქტის დამატებაც აქვს. როგორც ოთარ სიმონიშვილი ამბობს, ეს იქნება ვეგეტარიანული უფრო ჯანსაღი ხაზი.

ცნობისთვის, „ნაციონალური დელიკატესი“ შეფუთულ კერძებს 2017 წლიდან აწარმოებს, კომპანიის საწარმო დედოფლისწყაროში მდებარეობს და მას HACCP-ის, ISO22000 და ISO9001 სერტიფიკატები აქვს. „ნაციონალური დელიკატესის“ დაფასოებული პროდუქციის შეძენა ქსელურ მარკეტებში, "გუდვილში", "ფრესკოში", "სმარტში", "შირნჰოფერში", "დეილიში", "მაგნიტში", "ნიკორასა" და "სპარშია" შესაძლებელი.