მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯები, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე"

61223c5af191d
BM.GE
22.08.21 16:00
863
უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი, განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც ერთობლივად უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განახადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი.

“რაც შეეხება ეკონომიკას და ვაჭრობას, როგორც ბატონმა პრემიერმა აღნიშნა უკვე, ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 32% -ით არის გაზრდილი. ასევე, ორი სიტყვით მინდა აღვნიშნო ტურიზმის თაობაზე, წელს უკრაინელი ვიზიტორების რაოდენობა 70%-ით არის გაზრდილი. ჩვენ განვიხილეთ ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგათ ერთობლივად იმისთვის, რომ სავაჭრო ბრუნვა გავზარდოთ მილიარდ დოლარამდე”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.