მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარანტია იმისა, რომ იმპორტირებული პოლიეთილენის პარკები სტანდარტს აკმაყოფილებს, არ არსებობს"

5e554d4b9e5b5
თათია ჩაფიჩაძე
25.02.20 22:00
1056
„თუკი გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასეთი განცხადება მართლა გააკეთეს ქსელურ მარკეტებთან, ალბათ ისინი ჩვენთან თანამშრომლობისგან თავს შეიკავებენ, რაც ჩვენთვის დამანგრეველი იქნება“ - ეს განცხადება პოლიეთილენის პარკების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანია "აა პლასტის" იურისტმა მელიტა ტყაბლაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, რეგულაციის გამო დღემდე საწარმოს გადაიარაღებისთვის 150 ათასი დოლარი დახარჯეს, დღეისათვის კი მათი ნაწარმი სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია. ასეთი პოზიციის გამო, კი შესაძლოა, კომპანია გაკოტრების წინაშე აღმოჩნდეს და 120-მდე დასაქმებულმა სამუშაო ადგილი დაკარგოს.

მელიტა ტყაბლაძე აცხადებს, რომ მაშინ როცა ქვეყანას არ აქვს შესაბამისი ლაბორატორია, გარანტია იმისა, რომ იმპორტირებული პროდუქცია სტანდარტს აკმაყოფილებს, არ არსებობს.

„ამდენი გაწეული ხარჯის მიუხედავად, თუ ჩვენ არ გვექნება სახელმწიფოს, ადგილობრივი შემსყიდველი კომპანიების მხარდაჭერა, ჩათალეთ, რომ ეს ბიზნესისთვის იქნება დამანგრეველი, ეს აუცილებლად გამოიწვევს ჩვენი საწარმოს შეჩერებას. არცერთი შემთხვევა არ ყოფილა "აა პლასტის" დაჯარიმებისა და არ ვიცი რატომ კეთდება ასეთი განცხადებები, თუკი ასეთს ადგილი ჰქონდა, ალბათ თვითონ აგებენ პასუხს, რაც შეეხება სამარკეტო ქსელებს, ალბათ ისინი მსგავსი მოწოდების შემდეგ თანამშრომლობისგან თავს შეიკავებენ, თუკი არ მოხდება ჩვენ მიერ ბევრი ფაქტისა და დეტალის დამტკიცება, დაზუსტება, შემოწმება, სერთიფიცირებებით და ძალიან ბევრი შრომა იქნება ხელახლა გასაწევი.“ - განაცხადა „საქმიან დილასთან“ საუბრისას მელიტა ტყაბლაძემ.

ინფორმაციისთვის, ქსელური სუპერმარკეტებსა და სამინისტროს წარმომადენლებს შორის პარკების თემაზე შეხვედრა 20 თებერვალს შედგა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინიტრომ შემსყიდველ ობიექტებს შესაძლო დაჯარიმებისგან თავის არიდების მოტივით იმპორტიორებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.