მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარანტია, რომ ინფიცირება მეტად არ გაიზრდება, არ არსებობს" - თამარ გაბუნია

61697ba48aa9d
ვიქტორია მღებრიშვილი
15.10.21 23:20
394
"იმის გარანტია, რომ ინფიცირება მეტად არ გაიზრდება, არ არსებობს“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ შემზღუდავ მექანიზმებს ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს და ჩვენნაირი ქვეყნისთვის ეს გზა მისაღები არ იქნება.

„იმის გარანტია, რომ ინფიცირება მეტად არ გაიზრდება, თუ რიგ ღონისძიებებს არ დავიცავთ, არ არსებობს. ინფექცია რომ არ გაიზარდოს ისევ და ისევ არის ვაქცინაცია და იმ წესების დაცვა, რაც გვაქვს. მეცნიერებისთვის სხვა მეტი გადაწყვეტა კოვიდის წინააღმდეგ არ არსებობს. მობილობის შეზღუდვის სტაბილურად შენარჩუნება უბრალოდ წარმოუდგენელია, ამდენად ჩვენთვის მაინც გამოსავალი ვაქცინაციაა“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

კითხვაზე - განიხილება თუ არა დამატებითი შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე პასუხობს: „ყველანი კარგად ვხედავთ, რომ შეზღუდვებს გრძელვადიანი შედეგი არ აქვთ და აქედან გამომდინარე, ისევ და ისევ, უნდა დავამატოთ ვაქცინაციის მექანიზმი და სხვა ქვეყნების გამოცდილება გავიზიაროთ, რაც მაღალ ვაქცინაციასა და საზოგადოებრივ ადგილებში პისიარ ტესტის მოთხოვნის გამოყენებაში გამოიხატება. ჩვენ დავიწყეთ ამ ტიპის მოთხოვნები და ეტაპობრივად ამგვარი მოთხოვნები უნდა გაფართოვდეს.