მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გარდაბნის რაიონის სოფლებში კორონავირუსის არსებობის არ სჯერათ"

5f1eac4bc00ba
ინგა მურუსიძე, ანუკა ჯოხაძე
27.07.20 14:27
1290
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, გარდაბნის რაიონის მოსახლეობას არ სჯერა კორონავირუსის არსებობის, ამიტომ ტესტის გაკეთებაზე უარს აცხადებს. როგორც ცერცვაძემ BMG-ც გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, ამის მიუხედავად, სიტუაცია კონტროლდება.

„გარდაბნის რაიონის ზოგიერთ სოფელსი არის შედარებით მეტი შემთხვევა და ეს მოსალოდნელი იყო. რაც შეეხება ყარაჯალარს და კიდევ ორ სოფელს. ამ რაიონში სხვა პრობლემაა, გარდაბნის მოსახლეობას, ისე როგორც მარნეულსა და ბოლნისში იყო, არ სჯერათ, რომ ეს ვირუსი არსებობს. თქვენთვის, ცივილიზებული ადამიანისთვის დაურეჯერებელია, რომ ადამიანს ეს არ სჯერა, რომ ეს ვირუსი არსებობს. მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს, 14 მილიონი ადამიანი ავად არის და 700 ათასამდე გარდაიცვალა. არ სჯერათ, ამიტომ უარს ამბობენ ტესტირებაზე, უარ ამბობენ საავადმყოფოში წამოსვლაზე და ა.შ. თუმცა ამ შემთხვევასიც ქვეყანამ და ექიმებმა მოახერხეს ოეხდინათ მყისიერი რეაგირება“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.