მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღარიბაშვილი და კობახიძე თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან" - კალაძე

64006740c4639
თინათინ ნატმელაძე
02.03.23 13:48
1285
„როგორც პარტიის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი თავიანთ საქმეს ღირსეულად უძღვებიან და არანაირი ცვლილებები არ იგეგმება“ - ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის კითხვას, ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდეს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პარტია მოწოდების სიმაღლეზე იყოს.

„პარტიას ჰყავს ღირსეული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის სახით და რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, ის არის ღირსეული პრემიერ-მინისტრი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს, ბევრი პროექტი აქვს დაწყებული ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებებით და მინისტრთა კაბინეტთან, მთავრობის წევრებთან ერთად მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.