მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გასულ წელთან შედარებით შემოსავლები 7-ჯერ შეგვიმცირდა" - Best Georgian Wines-ი

5f4750e32b11b
ინგა მურუსიძე
27.08.20 09:30
1188
"გასულ წელთან შედარებით ჩვენი შემოსავლები 7-ჯერ არის შემცირებული; არ გაგვიშვია თანამშრომლები, თუმცა მოგვიწია ხელფასების მცირედით შემცირება", - ამის შესახებ bm.ge-ს ღვინის კომპანია Best Georgian Wines-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ბერიკაშვილმა პანდემიის კრიზისის ბიზნესზე გავლენის შეფასებისას განუცხადა. 

მისი თქმით, კრიზისი ნამდვილად ხელშესახებია ყველასთვის, მათ შორის მისი კომპანიისთვის.

"ჩვენი მიდგომაა, პროდუქცია რუსეთში არ გავყიდოთ და ექსპორტზე გავიტანოთ ისეთ ქვეყნებში, სადაც ღვინის ინდუსტრია მაღალ დონეზეა, მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, იაპონიაში, ბელგიაში, ჰოლანდიაში, ჩინეთში, ყაზახეთში, უკრაინაში, ბალტიისპირეთში და ა.შ. პანდემიამ ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა. იაპონიის ბაზარი არ გაგვიჩერდა, თუმცა გაგვიჩერდა ჩინეთი და ყაზახეთი,  ჩინეთს რაც შეეხება, გამზადებული შეკვეთა შეაჩერეს, რადგან თავს იკავებენ ამ ეტაპზე შესყიდვისგან. ველოდებით, რა იქნება.

რაც შეეხება უკრაინის ბაზარს, იქ გაყიდვები გაგვინახევრდა, რადგან ღვინოები რესტორნებში იყიდებოდა და რესტორნები კი,  პანდემიის გამო დაკეტილი იყო. ევროპას რაც შეეხება, ჰოლანდიის ბაზარზე ექსპორტი საერთოდ შეჩერებულია. ასევე, ველოდით 4 ტელევიზიას, რომელიც ჩვენს ვენახებს გადაიღებდა, მოხდებოდა ქართული ღვინის პოპულარიზაცია, თუმცა ვერ ჩამოდიან, რადგან კარანტინის გავლა მოუწევთ და ეს რთული იქნება მათთვის", - განაცხადა ბერიკაშვილმა. მისივე თქმით, ავიასაზღვრების დაკეტვამ პრობლემა იმ კუთხითაც შექმნა, რომ საერთაშორისო გამოფენები გაუქმდა.

bm.ge-მ ბიზნესმენს კითხვები რთველზეც დაუსვა. გიორგი ბერიკაშვილის თქმით, კომპანიას საკუთარი ვენახები აქვს და დიდი ალბათობით, ფერმერებისგან ყურძნის ყიდვა არ დასჭირდებათ. "ჩვენი ვენახებიდან საკმარისი მოსავალი გვაქვს, ალბათ მხოლოდ ახმეტის რაიონიდან დავიმატებთ ყურძენს", - აღნიშნა მან.