პარლამენტმა დაჩქარებული წესით დაიწყო "თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტის განხილვა, რომელიც თამბაქოს მოხმარებაზე ახალ რეგულაციებს აწესებს. კერძოდ, თამბაქოს მოწევა იკრძალება საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის ტაქსიში. შეზღუდვა ვრცელდება ასევე იმ კერძო სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელსაც არასრულწლოვანი გადაჰყავს.
წარმოდგენილი ცვლილებების ავტორი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსია".
ჯანდაცვის კომიტეტი, რომელმაც წარმოდგენილი ცვლილებების ინიცირება მოახდინა, დოკუმენტს დაჩქარებული წესით განიხილავს. როგორც დღის წესრიგიდან ჩანს, მისი განხილვაც და დამტკიცებაც მიმდინარე თვეში უნდა მოესწროს, რადგან თამბაქოს ახლებური რეგულირება უკვე მომავალი წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.
კანონპროექტის მიხედვით, კიდევ ერთი ცვლილება ეხება თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს. კერძოდ შემოდის ე.წ ბრენდის გაფართოების ცნება, რაც კომპანიებს თამბაქოს ნაწარმის მარკეტინგს უზღუდავს. სწორედ ამ ნაწილთან დაკავშირებით აქვს ბიზნესს შენიშვნები. JTI-ის კორპორაციული დირექტორისთვის გაურკვეველია, რა იგულისხმება კანონპროექტში არსებულ ამ ჩანაწერში, მითუმეტეს მაშინ, როცა მათი არაერთი მიმართვის მიუხედავად, კერძო სექტორი ცვლილებების განხილვებში არ მონაწილეობს.
“ბრენდის გაფართოების ცნება შემოდის, რაც ცოტა გაუგებარია. ჩვენთან 1 იანვრიდან თაროები ისედაც დაიხურა როგორც შიდა, ისე გარე ხილვადობის კუთხით, შესაბამისად აბსოლუტურად გაუგებარია დამატებით თაროების რა სახით კორექტირებაზეა საუბარი. სექტორმა უკვე დიდი ფინანსური რესურსი ჩადო ამის გადაწყობაში, რომ ახალ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოგვეყვანა, ერთი წელი არ არის სრულად გასული და უკვე ახალ რეგულაციებზეა საუბარი. სექტორთან რომ კომუნიკაცია შემდგარიყო ძალიან სასურველი და კარგი იქნებოდა, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, თუმცა ჩვენთან გაუმჭვირვალე პროცესთან გვაქვს საქმე, რაც პირველად არ ხდება სამწუხაროდ“, - აცხადებს ივა ხასია.
პარალელურად ცვლილებებია თამბაქოს ახალი ნაწარმის რეგულირებასთან დაკავშირებითაც. კერძოდ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით, ახალი თაობის თამბაქოს ნაწარმზე პიქტოგრამის გარეშე სამედიცინო გაფრთხილების მითითების ვალდებულება, 2022 წლის ნაცვლად 2025 წლიდან ამოქმედდება. ტრადიციული თამბაქოს კომპანიებს ამ ნაწილთან დაკავშირებითაც აქვთ შენიშვნები.
„თუ ამ შემთხვევაში ახალი კატეგორიის თამბაქოზე ხდება ამის გადავადება 2025 წლამდე, რატომ არ შეიძლება ფილტრიან სიგარეტზეც არსებული გამოწვევების გათვალისწინებით მოხდეს გადავადება? ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. დღეის მდგომარეობით 2023 წლის 1 იანვრიდან ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე ახალი ნორმა უნდა შევიდეს ძალაში, რაც ე.წ სტანდარტიზებულ შეფუთვას მოიცავს. ჩვენი სურვილი და თხოვნა იქნება, ეს საკითხიც განეხილათ ამავე ჭრილში და თუ ერთ კონკრეტულ სექტორზე და სეგმენტზე ხდება რაღაცის გადავადება და შეღავათის გაკეთება, დანარჩენი სექტორისთვისაც ერთიანი მიდგომა შემუშავებულიყო და არა ასე დაცალკევებულად და კომუნიკაციის გარეშე“, - აცხადებს ხასია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი