მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაუქმებული ფრენების გამო თურქეთის ავიახაზები და პეგასუსი მგზავრებს ალტერნატიულ მარშრუტებს შესთავაზებენ"

5e6cd2eacdfc3
BM.GE
14.03.20 16:45
2447

"გაუქმებული ფრენების გამო თურქეთის ავიახაზები და პეგასუსი მგზავრებს ალტერნატიულ მარშრუტეს შესთავაზებენ". როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მათ ჰქონდათ კომუნიკაცია ავიაკომპანიებთან და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას.


"მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების მზარდი დინამიკის გათვალისწინებით მსოფლიოს ბევრი სახელმწიფო და კომპანიები მიმართავენ შემზღუდავ ზომებს, რაც ითვალისწინებს ცალკეულ შემთხვევებში სახელმწიფო საზღვრების დაკეტვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, ასევე ყველა სახის ტრანსპორტით, მათ შორის საჰაერო გზით, გადაადგილების შეზღუდვას.


როგორც ცნობილია თურქეთის უმსხვილესმა საერთაშორისო ავიაკომპანია „თურქეთის ავიახაზებმა“ და „პეგასუსმა“ მ.წ. 17 აპრილის ჩათვლით შეაჩერეს ფრენები გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, ნორვეგიის, დანიის, ბელგიის, შვედეთის, ავსტრიის და ნიდერლანდების მიმართულებით.


მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ავიახაზების და პეგასუსის მომსახურებით სარგებლობს საქართველოს ბევრი მოქალაქე. საქართველოს მთავრობას ჰქონდა კომუნიკაცია ავიაკომპანიასთან და როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ ისინი მგზავრებისთვის უზრუნველყოფენ ალტერნატიული მარშუტების შეთავაზებას, ასევე უსასყიდლოდ უზრუნველყოფს როგორც ბილეთში გადახდილი თანხის დაბრუნებას, ისე მგზავრობის თარიღის ცვლილებას.

ამასთან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულები საქართველოს საელჩოები და საკონსულო დაწესებულებები, 24 საათი მუშაობს ცხელი ხაზი და საქართველოს ყველა მოქალაქეს ვინც იმყოფებით ამ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშუტების შესახებ"-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.