14.მაისი .2020 13:07

"გახარიამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის"

views 267
უკან

გახარიამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტი მთავრობისთვის პრიორიტეტი არ არის - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ განაცხადა.

"როცა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი საუბრობს ახალ ინვესტიციებზე და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მაგრამ ერთი სიტყვითაც არ ახსენებს ანაკლიის პორტს, ნათელია, რომ ამ პროექტის განხორციელება მმართველი პარტიის გეგმებში არ შედის.

გუშინ ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა კიდევ ერთხელ გაუწოდა მთავრობას თანამშრომლობის ხელი და გამოთქვა მზადყოფნა სამუშაოების გაგრძელებისთვის, რისთვისაც მობილიზებული აქვს შესაბამისი ინვესტიციები. პრემიერმა გახარიამ კი თავის დღევანდელ გამოსვლაში აქცენტი მხოლოდ ფოთის პორტზე და მისი ერთ-ერთი ტერმინალის რეკონსტრუქციაზე გააკეთა, რომელმაც თითქოსდა უნდა იკისროს ქვეყნის მთავარი საზღვაო კარიბჭის ფუნქცია. ამ დროს, თავად ბატონმა გახარიამ ჯერ კიდევ მარტში დაადასტურა ის, რომ ფოთის პორტის განვითარების მასშტაბები შეზღუდულია და ქვეყანას დიდი მოცულობის ტვირთების გატარებისთვის ღრმაწყლოვანი პორტი სჭირდება ანაკლიაში. საინტერესოა, რა შეიცვალა ამ 2 თვის განმავლობაში.
დღეს, როცა ჩვენს ქვეყანას ესოდენ ესაჭიროება ახალი ინვესტიციები და პანდემიის ფონზე გაჩნდა უნიკალური შანსი მოვიზიდოთ საწარმოები ჩინეთიდან, სწორედ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და მასთან ერთად, ქალაქი ანაკლიის ინდუსტრიული ზონა შეიძლება გახდეს ინვესტორების მიზიდულობის მთავარი ცენტრი და შეიქმნას 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. უარი თქვა ამ შესაძლებლობის გამოყენებაზე, არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი’’ - განაცხადა გიგლა მიქაუტაძემ.