09.სექტემბერი .2019 14:36

"გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ"

views 470
უკან

"მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების,"- ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ. 

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გიორგი გახარია წარსულში ანაკლიის პორტის საკითხზე გამართულ შეხვედრებზე პორტის აუცილებლობას სხვა და სხვა მიზეზით ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა. 

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიას წინამორბედის, მამუკა ბახტაძის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ მისი გაკეთებული საქმის შედეგებზე, ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 54%-იანი კლებაც მეტყველებს:

"რა გააკეთა ბახტაძემ? - იქნებ მოსახლეობას კითხოთ. სახელმწიფომ ვერ შექმნა პირობები იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარებულიყო.

მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების. დღეს დოიჩე ველემ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მას უწოდა “მოსკოვის კაცი” და მე ამ შეფასებას სრულად ვიზიარებ.

ყოველ შეხვედრაზე, რაც კი მე მასთან მქონია, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო. ეს ყოველთვის სხვა და სხვა შეფარული მიზეზით ხდებოდა, ხან კომერციული თვალსაზრისით ამბობდა, რომ “ანაკლია არ ვარგა” - მე შემიძლია ვთქვა, რომ მათ არ ესმით ქვეყნის პერსპექტივის განვითარება.

ეს არის პრობლემა. თავად ფაქტი, რომ ბანკები მზად არიან დააფინანსონ ანაკლია და $75 მილიონი დოლარია უკვე ჩადებული, თავად ეს ფაქტი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი ტვირთბრუნვა იზრდება წლიდან წლამდე 35%-ით და სასწარფოდ არის ეს გასაკეთებელი,"- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა