მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვებში ზრდა გვაქვს“ - პანდემიის გავლენა და „ზუმერის“ მოლოდინები

5f56050312674
ვიქტორია მღებრიშვილი
08.09.20 09:45
1955
"2019 წელთან მიმართებაში, გაყიდვების ზრდა გვაქვს", - ამის შესახებ BM.GE-ის „ზუმერის“ მარკეტინგის მენეჯერმა ეთო მერებაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, პანდემიამ მთელი მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ამ პროცესში გამონაკლისი არც “ზუმერი“ ყოფილა.

„ეს ყველაფერი ჩვენთვის ახალ გამოწვევად იქცა, რომელსაც ვფიქრობთ, ძალიან წარმატებულად გავართვით თავი. მარტის მეორე ნახევრიდან მოგვიწია ფილიალების დახურვა, თუმცა, ამ პერიოდისთვის „ზუმერს“ უკვე ჰქონდა გამართული ონლაინ მაღაზია, რომელიც სრული დატვირთვით ავამუშავეთ. ონლაინ მაღაზიის საშუალებით, მოვახერხეთ გაყიდვების მცირე ნაწილის შენარჩუნება, ეს ყველაფერი კი დაგვეხმარა თავიდან აგვეცილებინა კადრების შემცირება და პანდემიის პერიოდში სრულად შევინარჩუნეთ თანამშრომლების რაოდენობა”, - განაცხადა მარკეტინგის მენეჯერმა.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მობილური ტელეფონების გაყიდვების ზრდა საგანგებო მდგრომარების შემდეგ დაგროვილმა მოთხოვნამ გამოიწვია.

„2020 წლის დასაწყისში ძალიან კარგი სტარტი იყო გაყიდვების მიმართულებით, საგანგებო რეჟიმის პერიოდის გავლის შემდეგ, ფილიალების გახსნისთანავე რეალიზაცია წლის დასაწყისში დაგეგმილ პროგნოზებებთან მიახლოებულ მაჩვენებლებზე გადის, თუმცა ამის მიზეზი შესაძლოა სამომხმარებლო ბაზარზე დაგროვილი მოთხოვნა იყოს. ამასთან, აგვისტოში საბურთალოს "სითი მოლში" კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების მქონე ფილიალი გავხსენით, რაც გაყიდვების მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებაში გვეხმარება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წელთან მიმართებაში, გაყიდვების ზრდა გვაქვს“, - აცხადებს „ზუმერის“ მარკეტინგის დირექტორი.

ეთო მერებაშვილი აღნიშნავს, რომ პროდუქციის ტრანსპორტირებისას შექმნილი შეფერხებების გამო, პანდემიამ კომპანიას ახალ რეალობაზე მორგება აიძულა.

„გამომდინარე იქედან, რომ ქვეყანაში ციფრული ტექნიკის იმპორტი, ძირითადად ავიაგზით ხორციელდება, სახეზეა მცირე ლოჯისტიკური პრობლემები, ავიარეისების მკვეთრი შემცირება/გაუქმების გამო მოგვიწია მარშრუტების გადაგეგმვა და ახალ რეალობაზე მორგება”, - აღნიშნა მან.

BM.GE-ის კითხვას - როგორი იქნება „ზუმერისთვის“ წლის მეორე ნახევარი და რა მოლოდინები აქვს კომპანიას 2020 წლის ბოლოსთვის, კომპანიის მარკეტინგის დირექტორი ასე პასუხობს: „რა თქმა უნდა, დაგეგმილ რიცხვებთან სხვაობა გვაქვს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ სფეროში კალენდარული წლის მეორე ნახევარი უფრო აქტიურია და გაყიდვების სეზონი წინ გვაქვს, პოზიტიური მოლოდინები გვაქვს”.