მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზის გაძვირების გამო, ფასის ზრდა მოგვიწევს... ეს გარდაუვალი იქნება" - ალავერდაშვილი

6297374d0871a
მარიამ ვარადაშვილი
01.06.22 23:50
664
სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ამბობს, რომ გაზზე ტარიფის ზრდის გამო ფასის ზრდა მოუწევთ.

“რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ბიზნესისთვის გაძვირება მხოლოდ მათთვის გაძვირებას ნიშნავს. ეს ზრდა პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეულ მოქალაქეზე. გაძვირებული ენერგომატარებელი ყველაფერზე ფასს ავტომატურად ზრდის. როგორც პროდუქტებზე, ასევე სხვა დანარჩენ მომსახურებაზე. შესაბამისად, მოწოდებული გაძვირებული პროდუქციის გამო ჩვენც მოგვიწევს ფასის ზრდა. ეს გარდაუვალი იქნება. ეს ერთი დიდი ჯაჭვია, რომელიც არ წყდება და როგორც კი ენერგომატარებელი ძვირდება ავტომატურად ყველაფერი ძვირდება როგორც ბიზნესისთვის, ისევე თითოეული ჩვენგანისთვის. ამას დამატებითი წნეხი არ დავარქვათ, რადგან ეს ჩვენი მხრიდან ფასის ზრდას ნიშნავს”,-ამბობს ალავერდაშვილი.

გუშინ გაზის მიმწოდებელმა კომპანიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პირველი ივლისიდან ბიზნესისთვის გაზის საფასური გაიზრდება.

“თბილისი ენერჯის” შემთხვევაში, რომელიც ბუნებრივ გაზს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას აწვდის, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის საფასური ერთ კუბურ მეტრზე 1.35 ლარით განისაზღვრა დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით.

რეგიონების გაზმომარაგებაზე პასუხისმგებელ “სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ შემთხვევაში, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ერთ კუბურ მეტრზე ბუნებრივი გაზის ფასი 1,38 ლარით დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა.