მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზპრომი" აცხადებს, რომ Nord Stream 2-ს შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს

6274ccd7d901d
მარიამ ვარადაშვილი
06.05.22 11:34
1209
რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომის” მენეჯმენტი აცხადებს, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენს რუსეთი შიდა მოხმარებისთვის გამოიყენებს. "გაზპრომის" ინფორმაციითვე, რადგან გაზსადენი ამ დრომდე უფუნქციოა, გადაწყვიტეს, ის რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის რეგიონების გაზმომარაგებისთვის გამოიყენონ.

1 200 კმ სიგრძის გაზსადენს ბალტიის ზღვის გავლით გერმანიისთვის რუსული გაზი უნდა მოეწოდებინა, თუმცა თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების გამო, პროექტი შეჩერდა.

$11-მილიარდიანი პროექტი გასული წლის სექტემბერში დასრულდა და ამ თანხის ნახევარი "გაზპრომმა" გადაიხადა. Nord Stream 2-ის გაზზსადენს 2011 წელს ამუშავებულ Nord Stream-თან ერთად უნდა ემუშავა და ჯამში, ევროპისთვის წლიურად 110 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეწოდებინა, რაც ევროკავშირის მიერ მოხმარებული გაზის მეოთხედზე მეტია.