მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაზსაცავი, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელზე მოეწყობა, ელეტროენერგიას 20-30 წლის განმავლობაში გამოიმუშავებს"

5dd54d45cc62a
ანუკა ჯოხაძე
20.11.19 18:24
1633
გაზსაცავი, რომელიც ლილოს ნაგავსაყრელზე მოეწყობა, ელეტროენერგიას 20-30 წლის განმავლობაში გამოიმუშავებს - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ განაცხადა.

როგორც ბითაძე ამბობს, ეს პერიოდი კონკრეტულად ამ ლოკაციას სჭირდება, თუმცა მისი თქმით, პროექტი მომავალშიც, შესაძლოა, სხვა ადგილზეც გაგრძელდეს, იმიტომ, რომ თბილისში ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ნაგავი წარმოიქმნება.

“როგორც ექსპერტებს აქვთ გათვლილი მეთანი წვის პიკს დაახლოებით 7-8 წელიწადში მიაღწევს, იმიტომ, რომ მას დრო სჭირდება. დაახლოებით 20-30 წლიანი პერიოდია მაქსიმუმ, როდესაც ელექტროენერგიის მიღება შესაძლებელი იქნება კონკრეტულად ამ ლოკაციიდან. თუმცა, ეს განგრძობითი პროექტია, თბილისი ნაგავს მუდმივად წარმოშობს, შესაბამისად ეს იქნება პირველი ეტაპი, რომელიც სამომავლოდ გაგრძელდება და მუდმივად გვექნება იმის საშუალება, რომ ნარჩენების წვის შედეგად ელექტროენერგია გამოვიმუშაოთ”-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.

თბილისის მერია ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობას აპირებს, რომელზეც ტენდერის უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამასთან, გაზშემკრების მოწყობის შემდეგ ადგილზე შესაძლებელი იქნება ელექტროენერგიის წარმოებაც. როგორც მერიაში ამბობენ, გაზშემკრების პროექტი 2-წლიანია და მასში 50-დან 60-მილიონამდე დაიხარჯება.