მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გეგმის შედგენაში კემბრიჯელი ექსპერტების ჩართვას მინიმალური ეფექტი ექნება" - ქობულია

5ee4ae4e15b58
ინგა მურუსიძე
13.06.20 21:20
1197
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განცხადებით, „ანტიკრიზისული გეგმის შედგენაში კემბრიჯელი ექსპერტების ჩართვას მინიმალური ეფექტი ექნება, რადგან ასეთ პროგრამებს წამკითხველი არ ყავს“.

ქობულია BMG-ს გადაცემა #ForbesTalks-ში, ელენე კვანჭილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოეხმაურა ანტიკრიზისული გეგმის შედგენაში კებრიჯელი ექსპერტების ჩართვას.

ის ამბობს, რომ ამას მინიმალური ეფექტი ექნება, რადგან პრობლემა არ არის იმაში, რომ „ჩვენ არ ვიცით რა უნდა გაკეთდეს“.

„კემბრიჯელი პროფესორები რა თქმა უნდა ძალიან კომპეტენტურები იქნებიან და მე მათ კომპეტენციაში ეჭვი არ მეპარება. მსოფლიო ბანკისგან, იბიარდისგან თუ ა.შ. მსგავსი პროგრამები ძალიან ბევრია დაწერილი, უბრალოდ წამკითხველი არ ყავს. ამას უყურებენ ისე, რომ მთავარია დაწერონ, ხალხს ანახონ, რომ დაიწერა. მე მჯერა, რომ იგივე პრემიერ-მინისტრს შეიძლება ბევრი რაღაცის გაკეთება შეუძლია, შეეძლო გაეკეთებინა, მაგრამ მას ხელები აქვს შეკრული. როგორც ვიცით, პრაქტიკულად არაფორმალური ვერტიკაალი არის ჩამოშლილი. აწერინებს, მაგრამ ვინ გააკეთებს ამას, მინისტრები მას პრაქტიკულად არ ემორჩილებიან. დაწერება პროგრამა, მერე მოხდება ის, რომ არ ყავს ხალხი ვინც ამას გააკეთებს და იქ აღმოჩნდება სქემები, რომელიც უნდა დაანგრიო და ასე არაფერი არ გამოვა. ამას ხომ ვერავინ გაიგებს? ჩვენ რაა, არ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს?“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გიორგი ქობულია - Forbes Talks-ში: