02.მაისი .2020 19:00

"გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება"

views 922
უკან

გეგმიური სტომატოლოგიური მომსახურება 2020 წლის 22 მაისიდან აღდგება. ინფორმაციას ამის შესახებ სტომატოლოგთა ასოციაცია ავრცელებს. 

"ახალი კორონა ვირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 25 მარტის N01-123/ო ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება და ბრძანების „პ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული N15 დანართი (რეკომენდაციები სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების შემთხვევაში) ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ახალი რედაქციის შესაბამისად, გეგმური სტომატოლოგიური მომსახურებას აკრძალვა 2020 წლის 22 მაისამდე იქნება.

წინასწარი ინფორმაციით, რეგულირების სააგენტო განახორციელებს ინფექციების პრევენციისა და კონტროლის საკითხებზე მონიტორინგს და შეაფასებს კლინიკების სრულად ამოქმედების მზაობას.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა