15.მარტი.2019 20:18
საზოგადოება

"გენ გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ისტორიული ნაბიჯია"

"გენ გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ისტორიული ნაბიჯია"

ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯი- ასე შეაფასა თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა. ამის შესახებ მან თბილისის საკრებულოს მიერ აღნიშნული დოკუმენტების დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

„გენერალური გეგმის მიღებას ვულოცავ ყველას, მათ შორის, ოპოზიციას, რომელიც ასე ცდილობდა, რომ გენერალური გეგმა ძალიან ცუდად წარმოეჩინა. გენერალური გეგმის მიღება და K2 კოეფიციენტის მატების აკრძალვა ქალაქის სივრცითი განვითარებისთვის ისტორიული ნაბიჯია.

ახლა იწყება ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი - გენერალური გეგმის აღსრულება, რაც ვფიქრობ, მოგვცემს საშუალებას, 10-15 წელიწადში თბილისში ვიხილოთ ისეთი უბნები, რომლებიც ნამდვილად ეკონომიკურ ღირებულებას შემატებს ჩვენს ქალაქს; ვიხილოთ ისეთი გამწვანებული პარკები, როგორიც ძალიან დიდი ხანია, არ შეგვიქმნია; ასევე, ისეთი შენობები, რომლითაც შეგვეძლება, ვიამაყოთ მომდევნო წლების განმავლობაში.

სამწუხაროდ, გენერალური გეგმა უკვე აშენებულ შენობებს და გაცემულ ნებართვებს ვერაფერს უზამს, თუმცა ვფიქრობ, თბილისში ჯერ კიდევ არის ის პოტენციალი, რომ ქალაქი სწარად განვითარდეს და ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ნამდვილად ღირსეული საცხოვრებელი გარემო შევუქმნათ“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სამწლიანი მუშაობის შემდეგ თბილისს მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმა აქვს.  37 მომხრე და 4 წინააღმდეგი, ამ შედეგით დასრულდა დღეს საკრებულოში კენჭისყრა.


23.მაისი.2019 18:29
549

როგორი იქნება მიწისქვეშა სანაგვე ურნები ჭავჭავაძის გამზირზე – ფოტოები

ვრცლად
23.მაისი.2019 18:08
52

37-ე სკოლის მიმდებარედ ხეების სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს

ვრცლად
23.მაისი.2019 13:42
115

მოზარდებისთვის იმ საიტებზე წვდომა, რომელიც აზარტული თამაშების პროპაგანდას ეწევა, აიკრძალება

ვრცლად
23.მაისი.2019 12:42
66

პრემიერი: დარწმუნებული ვარ, სამედიცინო სერვისების მიწოდებით საქართველო რეგიონში ლიდერი გახდება

ვრცლად
23.მაისი.2019 11:40
80

"ბილაინის" მხარდაჭერით მსურველებს კომპიუტერული პროგრამირების ქართულ ენაზე სწავლა შეუძლიათ

ვრცლად
23.მაისი.2019 10:30
80

ჩუღურეთის რაიონში წყალარინების ქსელის მოწყობა მიმდინარეობს

ვრცლად