მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Georgian Airways-სთვის გასული წელი ძალიან მძიმე იყო" - რომან ბოკერია

5e32a24620fc5
ინგა მურუსიძე
31.01.20 10:10
1344
ავიაკომპანია Georgian Airways-სთვის გასული წელი ძალიან მძიმე იყო, - ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განაცხადა.

ის მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ავიახაზებს უსამართლო პირობებში უწევს ოპერირება.

„კომპანიის პრობლემები 2020-ში არ დაწყებულა, ეს დაიწყო 2019 წელს. გასული წელი საქართველოს ეროვნული ავიახაზებისთვის ძალიან მძიმე იყო. რუსეთიდან ფრენების აკრძალვამ სერიოზული ფინანსური ზიანი მიაყენა ჩვენს ავიაკომპანიას, დაახლოებით 26 მილიონის ფარგლებში. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვემზადებოდით ზაფხულის სეზონისთვის, მოვიზიდეთ 4 ახალი Embraer-ის, ასევე ერთი დიდი Boeing თვითმფრინავი, შესაბამისად, ხარჯები გათვლილი იყო. ეს რასაკვირველია დააწვა კომპანიას. მთავრობასთან გვქონდა კონტაქტი და ვთხოვდით, რომ აღდგენილიყო სამართალი საქართველოს ავიაციის დარგში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღესდღეობით უსამართლო მდგომარეობაა. მთავრობასთან შეთანხმებით დავიწყეთ ევროპაში ფრენები 12 ახალი მიმართულებით და ჩვენი საკუთარი, ეროვნული თანხები, 20 მილიონი დოლარის ფარგლებში დავაბანდეთ, რომ დაგვემატებინა ახალი ფრენები. მთავრობის დაპირება მაშინ კვირიკაშვილის პრემიერობის დროს იყო, რომ მთავრობა თანადაფინანსებით დაგვეხმარებოდა როგორც ეს ხდება „ვიზეარის“ და „რაინეარის“ შემთხვევაში. თითოეულ მგზავრზე, რომელიც ჩამოდის საქართველოში, მთავრობა დაბალ ბიუჯეტიან ავიაკომპანიებს უხდის 50-დან 70 ევრომდე“, - განაცხადა რომან ბოკერიამ.