მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი დევნილი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს? - სამინისტრომ 2020 წლის გეგმა წარადგინა

5eeb6f454b296
BM.GE
18.06.20 17:49
2292
დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის სამინისტრომ ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

დოკუმენტის მიხედვით, ბოლო 1 წლის განმავლობაში საცხოვრებელი ფართი, საქართველოს მასშტაბით, 1495 დევნილ ოჯახს გადაეცა, ხოლო მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 965 დევნილ ოჯახს დაუკანონდა.

მენაშენეებისგან ბინების შესყიდვის პროექტის ფარგლებში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა გადაეცა 761 დევნილ ოჯახს. მათ შორის, 707 დევნილ ოჯახს თბილისში. 

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტის ფარგლებში კი სააგენტომ სახლი 734 დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა.

სამინისტროს ცნობით, მარნეულში 31 დევნილი ოჯახისთვის სოფლის ტიპის დასახლება შენდება. ამასთან, საქართველოს მასშტაბით დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე დამატებით 122 სახლი აშენდება.


2020 წლის ბოლომდე დაგეგმილი სამუშაოები კი ასეთია:
 
თბილისი - ბინა გადაეცემა 512 დევნილ ოჯახს;
ზუგდიდი - ბინა გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს;
წყალტუბო - ბინა გადაეცემა 140 დევნილ ოჯახს;
ქუთაისი - ბინა გადაეცემა 245 დევნილ ოჯახს;
გორი - ბინა გადაეცემა 28 დევნილ ოჯახს;
ხაშური - ბინა გადაეცემა 9 დევნილ ოჯახს;
მარნეული - ბინა გადაეცემა 7 დევნილ ოჯახს.

სააგენტო სოფლად სახლს შეუსყიდის დამატებით 700 დევნილ ოჯახს. საცხოვრებელი ფართი დაუკანონდება 1000-მდე დევნილ ოჯახს, ხოლო უსაფრთხო გარემოში 180 ეკომიგრანტი ოჯახი განსახლდება. საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამებით 438 იძულებით გადაადგილებული პირი ისარგებლებს.