ტყავის აქსესუარების კომპანია "გეფერინი" მალე საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას ჩინეთის ბაზარზე დაიწყებს.
საქართველოში წარმოებული პროდუქცია გაიყიდება ონლაინპლატფორმაზე Tmall, რომელიც ჩინეთში გაყიდვების თვალსაზრისით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და მხარდაჭერით, კომპანიამ China International Import Expo-ს გამოფენაში მონაწილეობა ორჯერ − 2018 და 2019 წლებში მიიღო. სწორედ 2019 წელს გამართულ გამოფენაზე, "გეფერინიმ" შეძლო ჩინური მხარის დაინტერესება და ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმასთან საპარტნიორო ხელშეკრულებაც გააფორმა.
2020 წელს, ქართული ტყავის პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე რეალიზებისთვის ყველაფერი მზად იყო, თუმცა პანდემიამ გეგმები შეცვალა, რის გამოც "გეფერინის" ნაწარმი გაყიდვაში პირველად 2022 წლის 15 ივლისს ჩაეშვება.
აღსანიშნავია, რომ მარკეტინგისა და საიმიჯო ვიდეორგოლების დასამზადებლად უკვე $60 000 ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, გაფორმდა ხუთწლიანი ფრენჩაიზინგის ხელშეკრულება ჩინურ პლატფორმასთან Tmall.com, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციას მთელი აზიის მასშტაბით შეუწყობს ხელს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი