მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანიის შემდეგ არაერთი ევროპული ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება" - ტიკარაძე ქართველების უცხოეთში დასაქმებაზე

6032544b77763
ინგა მურუსიძე
21.02.21 16:47
1335
საქართველოსა და გერმანიას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც გერმანიაში, 3 თვით, საქართველოს მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ითვალისწინებს. ლეგალურად დასაქმების მიზნით რეგისტრაცია 15 თებერვალს დაიწყო, ხოლო სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ დღენახევარში, „დროებითი დასაქმების მსურველი შრომითი მიგრანტის სარეგისტრაციო პორტალზე“ დარეგისტრირდა 53 274 პირი, მათგან სააპლიკაციო ფორმა - „დროებითი დასაქმება გერმანიაში“ 35 121 პირმა შეავსო.

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატი, ეკატერინე ტიკარაძე პასუხობს კრიტიკას, რომელიც ამ საკითხთან მიმართებაში ისმის. მისი განმარტებით, მოქალაქეები დასაქმებისთვის საჭიროებენ მხოლოდ ჯანმრთელობის ცნობას და შემდეგ გადაწყვეტილებას გერმანული მხარე იღებს.

„რაც შეეხება ცირკულარულ მიგრაციას, შემდეგი ქვეყნები, რომლებიც დაინტერესდნენ ამ პროგრამით, არიან საბერძნეთი და ისრაელი, ასევე კვიპროსთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკება. გერმანიის შემდეგ არაერთი ევროპული ქვეყნიდან გვქონდა გამოხმაურება და ინტერესი. გერმანიისთვის ეს პროექტი ერთ-ერთი პილოტურია, რადგან 70-იან წლებში ეს პროგრამა მათ შეწყვიტეს და მას შემდეგ სქართველო პირველი ქვეყანაა, რომელთანაც პროგრამა განახლდა. თუ საქართველოს მოქალაქეები გაუმკლავდებიან იქ დაკისრებულ მოვალეობას, რაც დარწმუნებული ვარ ასეც იქნება, მსურველთა და დაინტერესებულ მხარეთა რიცხვი გაიზრდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მისი თქმით, შეზღუდვა არსებობს მხოლოდ ასაკობრივი და ენობრივი ბარიერი, სხვა შეზღუდვა გერმანულ მხარეს არ დაუწესებია.