მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გერმანული კომპანიები მიიჩნევენ, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა" - ჰუბერტ ქნირში

60be60505240b
თამთა ჯიჯავაძე
07.06.21 23:25
624
გერმანული კომპანიები მიიჩნევენ, რომ საქართველო კარგი ქვეყანაა, - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ ქნირშმა BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მას აქვს საქართველოში მოქმედ გერმანულ კომპანიებთან კომუნიკაცია, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოში მათი საქმიანობის განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობებია.

თუმცა, გერმანელი დიპლომატი პრობლემებზეც საუბრობს, რასაც გერმანული კომპანიები საქართველოში აწყდებიან.

„რა თქმა უნდა არის გარკვეული პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, მაგალითად პროფესიული განათლების პრობლემა, რადგან უფრო მეტი პროფესიული კადრების პირობებში ისინი უფრო მეტად გაფართოებას შეძლებდნენ, უფრო მეტ წვლილს შეიტანდნენ ეკონომიკაში.

ხანდახან მესმის პრობლემების შესახებ სამართლებრივ ან ადმინისტრაციულ სფეროში, მაგალითად ჯერ კიდევ არსებული ძალიან რთული პროცედურების გამო, მაგრამ მე მგონია, რომ ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. მთლიანობაში გერმანული ფირმები ძალიან კმაყოფილები არიან“, - განაცხადა ელჩმა და დასძინა, რომ ტურიზმის სფეროში მოქმედ გერმანულ კომპანიებს გასულ წელს პანდემიის გამო ნაკლები სამუშაო ჰქონდათ, თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ წელს ამ სფეროში ზრდა იქნება.