მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ღია წერილის" ხელმომწერი კლინიკები გიორგი გახარიას შეხვდებიან - თემა 520-ე დადგენილება

5de774bc0966e
თელარა გელანტია
04.12.19 12:54
2798
დღეს, "ღია წერილის" ხელმომწერი კლინიკების ხელმძღვანელები პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდებიან.

როგორც bm.ge-ის ექიმებმა განუცხადეს, შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში 16:00 საათზე შედგება.

შეხვედრა, სავარაუდოდ, მედიისთვის დახურული იქნება. მოთხოვნა კი უცვლელია - გადავადდეს მთავრობის 520-ე დადგენილება, რომლის თანახმად, 21 დეკემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

კლინიკების წარმომადგენლებისთვის უცნობია, დაესწრება თუ არა შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.