მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიდებმა, ტურის ორგანიზატორებმა უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ყურსასმენები" - რეკომენდაციები

5ed11c9169634
ვიქტორია მღებრიშვილი
29.05.20 20:20
1863
სამუშაო ადგილებზე COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეკომენდაციების ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების 15-ე დანართში გაწერილია ტურ-ოპერატორებისთვის და გიდებისთვის განკუთვნილი მოთხოვნები, რომლის შესრულება მოუწევთ მათ ტურისტების მომსახურებისას.

ამასთან მას ახლავს დანართი N1, სადაც განსაზღვრულია სატრანსპორტო საშუალებაში ტურისტების განთავსების ადგილები და რაოდენობა, რომელიც ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ადგილების 50%-ს შეადგენს.

გამონაკლისს წარმოადგენს 12 წლამდე ასაკის მოზარდის მოთავსება ავტოსატრანსპორტო საშუალებაში, რომლის განთავსება დასაშვებია დადგენილზე მცირე მანძილზე. რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა:

• ტურისტულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ადამიანების რაოდენობა განისაზღვროს N1 დანართის შესაბამისად;
• ტურზე წასვლამდე უნდა განხორციელდეს გიდის, მძღოლისა და ტურისტთა თერმოსქრინინგი. მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად;
• ტურისტული ჯგუფი (მათ შორის გიდი და მძღოლი) უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. დახურულ სივრცეში ნიღაბი წარმოადგენს აუცილებლობას, ხოლო ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი/სათვალე, გამოიყენოს საჭიროების შესაბამისად;
• სატრანსპორტო საშუალება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სულ მცირე 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის გამწმენდი სითხით;
• ოფისებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებში განხორციელდეს ხშირად შეხებადი ზედაპირებისა (მათ შორის კლავიატურის, ღილაკების, კარების სახელურების, ჩამრთველ/გამომრთველი ღილაკების, ტელეფონების და სხვა ხშირად შეხებადი ზედაპირებისა და საგნების) დამუშავება რამდენჯერმე დღეში (2 საათიანი ინტერვალებით) შესაბამისი კონცენტრაციის სადეზინფექციო ხსნარით;
• გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური საშუალებების მოსაცილებლად, ავტოსატრანსპორტო საშუალებები უზრუნველყოფილი უნდა იყოს დახურული კონტეინერით;
• მძღოლის კაბინასთან, მგზავრებისგან დისტანცირების უზრუნველსაყოფად უნდა მოეწყოს დამცავი გამჭვირვალე ბარიერი;
• ტურისტების ყოველი გადაყვანის შემდგომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების შიდა და გარე სახელურების დეზინფექცია/სანიტარული დამუშავება;
• ავტოტრანსპორტის დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღებით დამუშავდეს სავარძლების თავის საყრდენი მოწყობილობა და სავარძლების სამკლავური (ხელის დასასვენებელი ადგილი);
• რეგულარულად გაანიავეთ სამგზავრო სალონი ღია ფანჯრებით;
• ტურის მსვლელობისას მძღოლს თან ჰქონდეს ორგანიზატორის მიერ მიწოდებული ინდივიდუალური ტემპერატურის საზომი, თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად და მონაცემები ჩაიწეროს შემდგომი მონიტორინგისთვის;
• ყველა ტიპის ტურის ორგანიზატორი და თვითდასაქმებული გიდი ვალდებულია დაიცვას წინამდებარე რეკომენდაციებით განსაზღვრული მოთხოვნები.

გიდის ვალდებულებები:

• გიდს ტურისტებთან უშუალოდ შეხვედრისას უნდა ეკეთოთ ნიღაბი;
• ტურის მსვლელობისას გიდმა სტუმრებთან უნდა დაიცვას დისტანცია;
• ტურის მსვლელობისას გიდს თან უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური თერმომეტრი, ტემპერატურის მონიტორინგისთვის. თერმოსკრინინგი უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ტურის დაწყების წინ;
• დახურულ სივრცეებში ნიღბის ტარება სავალდებულოა;
• თუ ჯგუფის წევრს აღმოაჩნდა ვირუს Covid 19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები: ხველა, ყელის სიმშრალე, ტემპერატურა, სახსრების ტკივილი და ა.შ. გიდი ვალდებულია იმოქმედოს შესაბამისი პროტოკოლის დაცვით.

ამასთან, თუკი გიდი/ტურის ორგანიზატორი იყენებს აუდიო აპარატურას, გამოყენებული უნდა იქნეს ერთჯერადი ყურსასმენები.