18.სექტემბერი .2020 15:14

"გიდებს და წვრილ ბიზნესებს საუბრის ღირსადაც კი არ თვლით" - გიორგი კანდელაკი ნათია თურნავას

views 281
უკან

გიდებს და წვრილ ბიზნესებს საუბრის ღირსადაც კი არ თვლით, - ამ სიტყვებით მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა, გიორგი კანდელაკმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას.

საქმე იმაშია, რომ გიდებმა და ტურიზმის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს: საზღვრების გახსნა მწვანე ქვეყნებთან;  კარანტინის გაუქმება და თვითიზოლაციით შეცვლა, ვინაიდან აქციის ორგანიზატორების შეფასებით, მიდგომა არის დისკრიმინაციული და თანხაც ბევრი იხარჯება; ტურიზმის სექტორის ფასადურ მხარდაჭერაზე უარის თქმა; მუშაობის დაწყება იმაზე, რომ ფრენების სიხშირეები გაიზარდოს და დაიწყოს მუშაობა, რომ „ვიზეარმა“ ბაზა კვლავ დააბრუნოს; დაკმაყოფილდეს ტურიზმის სექტორში დასაქმებული,პანდემიისგან დაზარალებლი მოქალაქეების სოციალური მოთხოვნები. 

 
"გუშინ იყო გიდების და წვრილი ბიზნესების აქცია, რომლებსაც საუბრის ღირსადაც კი არ თვლით. მათზე დგას საქართველოს ეკონომიკა. კეთილი ინებეთ, აღადგინეთ ფრენები, მოხსენით ეს იდიოტური კარანტინი და მიეცით ადამიანებს საშუალება, რომ მცირე შემოსავალი მაინც მიიღონ. ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე რომ დატოვეთ არ იცით? მათ უკან კიდე ბევრი ადამიანი დგას და მათაც წაართვით მინიმალური შემოსავალი, კმარა ეს ყველაფერი", - მიამართა თურნავას კანდელაკმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა