მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გიორგი ვაშაძის გუნდმა ორჯერ თავადვე ითხოვა, პენსიების საკითხზე მათივე კანონპროექტის განხილვის გადადება"

62021b3092093
BM.GE
08.02.22 11:27
679
"დემოკრატიის ინდექსი საქართველოს" ხელმძღვანელი ეკატერინე ციმაკურიძე ამბობს, რომ ე.წ. საპენსიო სესხების შესახებ პარლამენტში ოპოზიციის ინიციატივით დაწყებულმა მსჯელობამ დახურულ კარს მიღმა გადაინაცვლა. ამასთან, ციმაკურიძე მიიჩნევს, რომ განხილვები, რომლებიც სახელმწიფო სოციალური გასაცემლების საკითხს შეეხება, ხშირ შემთხვევაში არ არის კვლევებსა და გაანგარიშებზე დაფუძნებული, რაც დამატებით პრობლემას წარმოადგენს.

ციმაკურიძე აღნიშნავს, რომ ამჟამად თავად ოპოზიციური პარტია, რომელიც ამ საკითხის განახლებული წესით დარეგულირებას ითხოვდა, ამჟამად საკუთარი საკანონმდებლო წინადადების განხილვის გადადებას მოითხოვს.

„მთავარი სათქმელი პარლამენტთან მიმართებაში არის ის, რომ არ ხდება კონკრეტულად რაიმე კვლევებზე, გაანგარიშებებზე დაყრდნობით მსჯელობა. შედეგად ვიღებთ იმას, რომ არსებობს კითხვები, პასუხები, ზოგიერთ პასუხს ვეთანხმებით, ზოგიერთი ჩანს, რომ არ არის დამაჯერებელი, მაგრამ ზუსტად იმიტომ, რომ ეს დისკუსია ემპირიულ მასალებზე დაფუძნებული არ არის, გადაწყვეტილებამდე ვერ მიდის პარლამენტი. ოპოზიციაც, როგორც ჩანს, ძალიან მკაფიო ნაბიჯებს ვერ დგამს. ჩვენ დავინახეთ, რომ მაგალითად, გიორგი ვაშაძის და კიდევ რამდენიმე დეპუტატის ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საპენსიო კანონში ცვლილებას, კონკურენტული გარემოს შექმნას და სხვა ბანკების შემოყვანასაც [პენსიის გაცემის პროცესში], თავადვე ითხოვენ ამ კანონის გადადებას. მეორედ ხდება უკვე ამ თვეების განმავლობაში კანონპროექტის გადადება მაშინ, როდესაც, დანამდვილებით არ ვიცით, მაგრამ შეიძლება ეს იყოს მართლაც ერთერთი საუკეთესო გამოსავალი იმისთვის, რომ სახელმწიფოს არ დასჭირდეს ჩარევა ფასების რეგულირებაში, სუბსიდირება ან ახალი სოციალური პროექტების დაწყება, ეს არასწორი იქნება.

ეკატერინე ციმაკურიძის თქმით, საპენსიო გასაცემლების საკითხზე მსჯელობა სხვადასხვა აქტივობით ბოლო ოთხი წელია მიმდინარეობს და როგორც წესი, მას წინასაარჩევნო კამპანიების დროს ააქტიურებენ.

„მნიშვნელოვანია, ისიც ითქვას, რომ ეს დისკუსიები გადასულია დახურულ კადრს მიღმა ფორმატში. „ქართული ოცნება“ ამბობს - ჩვენ ვმუშაობთ, შექმნილია პარლამენტის თავმჯდომარესთან ჯგუფი და თითქოს იქ განიხილავენ საკითხებს. ეს პროცესი ღია არ არის და ჩვენ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, რის მიღწევას ცდილობენ იქ. საპარლამენტო ფორმატი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ ღია შეხვედრების საჯარო დისკუსიისა და ყველას ჩართულობით უნდა ხდებოდეს ამ საკითხების განხილვა. ამ კითხვებზეც იქ უნდა მივიღოთ სწორედ პასუხი. „ქართული ოცნების“ მხრიდან ირაკლი ზარქუაა ჩართული და მისგან ვიცით, რომ ეს ჯგუფი მუშაობს, თუმცა, იმ ფორმატში, რატომღაც მხოლოდ არიან პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები და „ქართული ოცნება“. რატომ არ უნდა იყოს სხვა ოპოზოციური პარტიები და განიხილებოდეს მაგალითად, ის ინიციატივა, რასაც ვაშაძე აჟღერებს?! ეს კითხვები არსებობს. ამიტომაც ვერ მივდივართ კონკრეტულ შედეგამდე, გადაწყვეტილებამდე, ეს პროცესი არ არის ღია, საჯარო, გამჭვირვალე და პარლამენტი არ იღებს [პასუხისმგებლობას] საკუთარ თავზე. სწორედ აქ არის პარლამენტის როლი. ერთი მხრივ, შეიძლება ეს იყოს მისი პირდაპირი კომპეტენცია, მაგრამ, მეორე მხრივ, როცა ხედავს, რომ აღმასრულებელი უწყებები ვერ აგვარებენ პრობლემას და ეს პრობლემა მუდმივად განხილვის და სპეკულირების საგანია, მან უნდა აიღოს [ვალდებულება] საკუთარ თავზე. ეს პროცესი დღეს პარლამენტში არ ჩანს.

არსებობს არგუმენტებიც და კონტრარგუმენტები ბანკების სასარგებლოდაც, იმ 800,000 პენსიონერის სასარგებლოდაც. სხვათა შორის, პენსიონერთა უდიდესი ნაწილი სარგებლობს თურმე საპენსიო სესხებით. დასახელდა, რომ პენსიონერთა მხოლოდ 10% არ სარგებლობს საპენსიო სესხებით. მოკლედ, არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის მნიშვნელოვანი ინტერესი, არის ბანკების ძალიან ლეგიტიმური და სწორი არგუმენტები, პასუხები კი არ არის სწორედ იმიტომ, რომ მხოლოდ ზეპირი საუბრით შემოიფარგლებიან“, - განაცხადა ეკატერინე ციმაკურიძემ.