მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გირჩი" პარლამენტში არ შევა

5fa00cb8e817c
ინგა მურუსიძე
02.11.20 17:43
1007
"გირჩი" პარლამენტში არ შევა" - ამის შესახებ პარტიის ლიდერმა და ნაძალადევის რაონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"ახლაც, მიუხედავად იმისა, "გირჩისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო პარტიის სტატუსი და ვაპირებდით პარლამენტში შესვლას, რომ ჩვენი იდეები განგვეხორციელებინა, პატივს ვცემთ და ვეთანხმებით ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილებას და უარს ვამბობთ პარლამენტში შესვლაზე", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ის, ასევე, უარს ამბობს არჩევნების მეორე ტურზე, რომელში მონაწილეობაც ნაძალადევში მოუწევდა.

ინფორმაციისთვის: პარლამენტში შესვლაზე უკვე უარი თქვეს "ევროპულმა საქართველომ" და "ლელომ".