მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"GITA და KETTARI-ი მემორანდუმს აფორმებენ"

633c8f4f00618
ალა ისპირიანი
05.10.22 00:20
616
საინვესტიციო ფონდი KETTARI-ის განვითარების დირექტორის სერგი გვარჯალაძის თქმით GITA და KETTARI-ი თანამშრომლობას იწყებს.

მან გადაცემა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ მემორანდუმი ორივე მხარისთვის სასარგებლო და საინტერესო იქნება.

"GITA საქართველოში ერთ-ერთი სეროზული მოთამაშეა. მათი წვლილი დღევანდელ პროცესებში უზარმაზარია და მოხარული ვარ, რომ მათთან ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. დღე -დღეზე ხელს მემორანდუმს მოვაწერთ. ამ თანამშრომლობით მათი მონაწილეები უფრო სწრაფად მიიღებენ ჩვენგან პასუხს და GITA-ში ჩატარებული გარკვეული თემები ჩვენთვისაც უფრო გამარტივებული იქნება.

ჩვენ შესაძლებლობა გვექნება რომ ინტენსიურად დავეხმაროთ მათ ლაბორატორიებში მონაწილე ადამიანებს სხვა და სხვა ტიპის კონსულტაციებით, განსაკუთრებით ინტელექტუალური საკუთრების საკითხების მიმართულებით", - განაცხადა სერგი გვარჯალაძემ.