მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გლოვოს" განცხადებით, კომპანიის მენეჯერი აქციის მონაწილე კურიერებს 10 თებერვალს შეხვდება

6014099890da2
BM.GE
29.01.21 17:15
1253
კომპანია Glovo-ს კურიერები შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ, რისთვისაც აქცია გამართეს. კურიერების განცხადებით, კომპანიამ მათი გასამრჯელო ანუ თითოეული გამოძახებიდან მიღებული განაკვეთი შეამცირა. 

Glovo-ს წარმომადგენელმა ოფისთან შეკრებილ კურიერებს განუცხადა, რომ კომპანიის მენეჯერი მათთან შეხვედრას 10 თებერვალს გამართავს. ამასთან, კომპანიაში კურიერების საკომისიოების შემცირებას უარყოფენ.

"ჩვენ შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ იმისთვის თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რათა ეს დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს. 10 თებერვალსდავნიშნეთ შეხვედრა, სადაც შევხდებით ნებისმიერ მსურველს ვისაც ექნება რაიმე სახის პრობლემა. რეალურად, ტარიფებში არანაირი ცვლილება არ მომხდარა," - განუცხადა აქციაზე შეკრებილ კურიერებს კომპანიის წარმომადგენელმა. 

"ტარიფები შეცვალეს, ძალიან დაიწია, ბონუსიც შეცვლილია, "ჩაის" (გასამრჯელოს) გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს. მე რომ ობიექტზე მივდივარ, იქ 40 წუთს არ უნდა მალოდინებდნენ, ეს მოგვარებული უნდა იყოს. კვირაში 180 ლარი რომ გამოგივიდეს, დღეში 12 საათი არანორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაო, ოჯახი არ უნდა გახსოვდეს და ადამიანს არ უნდა ჰგავდე", - განაცხადა აქციაზე Glovo-ს კურიერმა.