GMP და GDP სტანდარტებზე გადასასვლელად დარგი მზად არ არის, - ამის შესახებ „საქმის კურსში“ ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ლევან გოგიბერიძემ განაცხადა. მისი თქმით, საკითხზე კომუნიკაცია სამთავრობო სტრუქტურებთან გრძელდება.
„ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ მედიკამენტი უნდა იყოს აუცილებლად ხარისხიანი და ყველა უნდა უზრუნველყოფდეს იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლებიც მოწოდებულია სამინისტროს მიერ. თუმცა, არის პრობლემა, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენი აზრით, და ამას იზიარებს როგორც მწარმოებელთა, ასევე დისტრიბუტორთა ძალიან დიდი ნაწილი, დარგი მზად არ არის 2022 წლის იანვრიდან, ერთი ხელის მოსმით ახალ სტანდარტზე გადავიდეს“, - აღნიშნა ლევან გოგიბერიძემ.
თავის მხრივ დაახლოებით ათი დღის წინ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ GMP და GDP სტანდარტებზე გადასვლის გადავადება მიუღებელია. ტიკარაძის თქმით, GMP/GDP არის ძალიან კრიტიკული საკითხი, რადგან უკვე ათწლეულებია ერთი მხრივ, სახელმწიფოს გააჩნია ვალდებულება და მეორე მხრივ, სექტორს არ გააჩნია ნება, რომ სტანდარტები დააკმაყოფილოს.
ლევან გოგიბერიძე კი ამბობს, რომ ახალ სტანდარტებზე გადასვლის პროცესში არაერთი პრობლემა წარმოიქმნება. მისივე თქმით, ქართულ ენაზე შესაბამისი სტანდარტი ნათარგმნიც კი არ არის.
„იმ დადგენილებაში, რომლითაც ახალ სტარნდარტზე უნდა გადავიდეს ჩვენი სექტორი, მუხლობრივად არის გაწერილი, რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა და სამთავრობო სტრუქტურებმა. სამთავრობო სტრუქტურების მხრიდან ამ დროის განმავლობაში ფაქტობრივად არანაირი ნაბიჯი არ იყო გადადგმული და არანაირი ხელშეწყობა არ იყო ბიზნესისთვის. საპირისპიროდ შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესის მხრიდან ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გარკვეული პროცესები, ეს იქნებოდა ძველი წარმოებების გადაწყობა, ახლის შენების დაწყება თუ სხვა. უბრალოდ აქ არის გასათვალისწინებელი ის, რომ ისინი დროში ვერ ეტევიან“, - დასძინა ფარმაცევტთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისივე განცხადებით, ასოციაციაში 40-მდე ფარმაცევტული კომპანიაა, მათგან მხოლოდ ათი მწარმოებელია, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ ახალ სტანდარტზე გადასვლის ეტაპობრივი გეგმა, „დაკმაყოფილების შემთხვევაში ისინი ახალ სტანდარტზე გადავლენ, ოღონდ არა ამ მოკლე დროში. ვადები იმის მიხედვითაა, თუ რა წარმოებასთან გვაქვს საქმე. ერთია, როდესაც წარმოება მხოლოდ დაფასოებაზეა ორიენტირებული და მეორეა, როდესაც სინთეზიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე გადის სრულ ციკლს. შესაბამისად დაფინანსება და საჭირო დროის პერიოდი სხვადასხვაა“, - განაცხადა ლევან გოგიბერიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გადაჭრით ითქვა, რომ მაინც და მაინც 2022 წლის იანვრიდან უნდა გადავიდეს სექტორი ახალ სტანდარტზე, სულ 2-3 წარმოება იქნება, რომელსაც ექნება ახალი სტანდარტი, დანარჩენი წარმოებები კი დაიხურება.
ცნობისთვის, 2019 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის დანერგვა ნებაყოფლობითი გახდა. კერძოდ, სადისტრიბუციო კომპანიებს მხოლოდ GDP სტანდარტი უნდა ჰქონდეთ, ხოლო მწარმოებელ კომპანიებს უნდა ჰქონდეს როგორც GMP, ასევე GDP სტანდარტი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება