მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გორში კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი იხსნება"

63333433d4309
BM.GE
27.09.22 21:30
559
პირველი ოქტომბრიდან გორში კიბერუსაფრთხოების სასწავლო ცენტრი დაიწყებს ფუნქციონირებას, რომელიც საწყის ეტაპზე 30-დაინტერესებულ პირს უფასოდ
გადაამზადებს.

სასერტიფიკატო კურსი სამ თვიანია და მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა უსაფრთხოება, რისკების შეფასება, ინფორმაციის დაცვა. პროექტს კი ქართული მედია ჯგუფი შვედური ორგანიზაციის, სამოქალაქო უფლებების დამცველების (CRD) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის ავტორების განმარტებით, მონაწილეთა მისაღებად კონკურსი გამოცხადდება, შერჩევისას კი უპირატესობა ომით დაზარალებულ ადამიანებს მიენიჭებათ.

"უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ყველამ დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია კიბერუსაფრთხოების ძირითადი ელემენტების ცოდნა. ომი
დღევანდელ ეპოქაში მხოლოდ იარაღით არ მიმდინარეობს და აუცილებელია ზოგადი წარმოდგენა მაინც ჰქონდეს სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ ან
თუნდაც რიგით მოქალაქეებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების პროგნოზით, მომდევნო ათწლეულის
მთავარი გამოწვევა პანდემიასთან და შეიარაღებულ კონფლიქტებთან ერთად სწორედ კიბერუსაფრთხოებაა. ასევე ხაზგასასმელია, რომ კიბერ ტექნოლოგიები დასაქმების ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ამ ეტაპზე დეფიციტური მიმართულებაა. ჩვენი მიზანიც ამ ცვლილებებისთვის
საზოგადოების შემზადებაში ჩართულობაა", - აღნიშნა ქართული მედია ჯგუფის დამფუძნებელმა ოთარ კვირიკაშვილმა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ სასწავლო ცენტრი მუდმივი სიახლეების დანერგვის რეჟიმში იმუშავებს, რასაც საზოგადოებას პერიოდულად გააცნობენ.