მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანდ ელექტრონიქსი": ტექნიკა15%-20%-ით გაძვირდა

5eed12db88e5c
ელენე გოგბერაშვილი
20.06.20 11:05
1101
რა შედეგები მოჰყვა ეკონომიკის გახსნას ბიზნესისთვის? - Bm.ge-მ ამ კითხვით კერძო სექტორის სხვადასხვა წარმომადგენელს მიმართა. ბევრი სხვა ობიექტისგან განსხვავებით, ეკონომიკური აქტივობა შედარებით შესამჩნევია ტექნიკის მაღაზიებში. როგორც „გრანდ ელექტრონიქსის“ ფინანსური დირექტორი ამბობს, კარანტინის პერიოდში არსებული მოთხოვნა ბაზრიდან არ გამქრალა. შესაბამისად, მართალია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები შემცირებულია, თუმცა მომხმარებელთა აქტივობის მხრივ ტენდენცია ზრდას აჩვენებს.

„გახსნა დაემთხვა სეზონს, რადგან ზაფხული კიდევ უფრო მეტად აქტიური სეზონია ტექნიკის ინდუსტრიისთვის, გაგრილების სისტემის გაყიდვის გააქტიურების გამო, ამიტომ ამას დაემატა დაგროვებული მომხმარებლების ნაკადი და ამ ეტაპზე შეინიშნება პოზიტიური ბრუნვა, თუმცა თუკი თანაბარი პირობებით შევადარებთ წლევანდელ სეზონს შარშანდელთან, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება კლება“, - აცხადებს გიორგი ჭედია.

მისი თქმით, მაღაზიების გახსნის შემდეგ შეუძლებელი იყო ტექნიკაზე უცვლელი ფასის შენარჩუნება, რადგან, როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი ხსნის, პანდემიას და ბიზნესის გაჩერებას თან ერთვოდა ლარის გაუფასურება, შესაბამისად, ის შეკვეთები, რაც კომპანიას ჰქონდა გაკეთებული, არ გაუქმებულა. გაზრდილი ხარჯები კი, აისახა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფასზე.

„ფასების ზრდა პირდაპირპროპორციულია ვალუტის გაუფასურების, დაახლოებით, 15-20%", -აცხადებს ჭედია.