08.სექტემბერი .2020 15:00

"გრანდ გლორია": დახურვის მიუხედავად თანამშრომლებს შევინარჩუნებთ

views 1776
უკან

მიუხედავად ზამთრის სეზონზე შესაძლო დახურვისა, ბათუმის სასტუმრო „გრანდ გლორია“ თანამშრომლებს სრულად ინარჩუნებს.

სასტუმრო „გრანდ გლორია“ ზამთრის სეზონზე დროებით იხურება- როგორც bm.ge-ს სასტუმროს მენეჯმენტში უთხრეს, ზამთარში ფრენების შეზღუდვის გამო ჯავშნები არ აქვთ, შესაბამისად, სასტუმროც ვერ იფუნქციონირებს.

გარდა ამისა, სასტუმროს მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის კლასტერ მენეჯერი დიმიტრი მოდრეკელიძე ამბობს, რომ თუკი საზღვრები გაიხსნება და ფრენები აღდგება, სასტუმრო აღარ დაიხურება.

"რაც შეეხება თანამშრომლებს, კომპანია „გლორია“ მოიცავს სასტუმროს თბილისში და ბათუმში და სულ 200 თანამშრომელი ჰყავს. სასტუმროს მენეჯმენტში ამბობენ, რომ თანამშრომლების უსამსახუროდ დატოვებას არ გეგმავენ.

„პანდემიის დროს სრულად დახურულები ვიყავით, თუმცა არც ერთი თანამშრომელი სახლში არ გაგვიშვია ანაზღაურებას გავცემდით. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, დაიხურება თუ არა სასტუმრო, მენეჯმენტი თანამშრომლების სახლებში გაშვებას არ გეგმავს“, - განაცხადა მოდრეკელიძემ.