მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრანთ თორნთონის" უნიკალური პროდუქტის - „ვირტუალური ოფისის“ პრეზენტაცია (R)

6253fc814835b
BM.GE
11.04.22 14:22
647
როგორც ცნობილია, "გრანთ თორნთონ - საქართველომ" მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილება - „ვირტუალური ოფისი“ მოუმზადა. აღნიშნული პროდუქტი წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს.

„ვირტუალური ოფისის“ წარდგენის ღონისძიება გაიმართება შერატონ გრანდ მეტეხი პალასში, 14 აპრილს, 16:00 სთ-ზე. ღონისძიებაზე მოწვეულები არიან გრანთ თორნთონის პარტნიორი კომპანიები, ამერიკის, გერმანიის საფრანგეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრები, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციების და მედიის წამომადგენელები.

„ვირტუალური ოფისი“ წარმოადგენს სრულიად ახალ, ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც მთლიანად ცვლის თქვენი ბიზნესისათვის გრანთ თორნთონის სერვისების მიწოდების არსებულ მოდელს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნეს პროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით. შესაბამისად, „ვირტუალური ოფისი“ მთლიანად ცვლის სერვისის მიწოდების არსებულ პრაქტიკას.

„ვირტუალური ოფისი“ ძირითადად განკუთვნილია გრანთ თორნთონის პარტნიორი ორგანიზაციების მმართველებისთვის, გადაწყვეტილებების მიმღები პირებისთვის და ადმინისტრაციული როლის შემსრულებელი პირებისთვის, რათა მოხდეს გრანთ თორნთონის გუნდთან დაკავშირებული ბიზნეს პროცესების მნიშვნელოვნად გამარტივება.

„ვირტუალური ოფისის“ მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს მისი უსაფრთხოება, გრანთ თორნთონის თქვენს მომსახურე გუნდთან ერთ სივრცეში ურთიერთობა, რეალურ დროში განახლებადი ფინანსური ინფორმაციის / რეპორტების მარტივად აღქმადი ფორმით მოწოდება და ბევრი განსხვავებული მოწყობილობიდან მასზე წვდომის შესაძლებლობა.

გრანთ თორნთონის შესახებ

გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 62,000-მდე თანამშრომელი, 140-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.

გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.

(NS)