მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გრინგრინი" - თბილისში ბიომარკეტი იხსნება

5f09e63973858
ნუცა ბაზლიძე
12.07.20 00:00
1690
ივლისის ბოლომდე თბილისში, დიდ დიღომში ბიომარკეტ „გრინგრინის“ გახსნა იგეგმება. ამის შესახებ BM.GE-ს „გრინგრინის“ თანადამფუძნებელმა სალომე ლაფერაძემ განუცხადა.

მისი თქმით, აგრომარკეტი ქართული წარმოების ნატურალურ პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული, მათ შორისაა: ხილი და ბოსტნეული, ხორცეული, რძის ნაწარმი, ალკოჰოლური სასმელები; ასევე ისეთი პროდუქტები, როგორებიცა: სუნელები, ძმარი, ზეთი. რაც შეეხება ნედლეულს, სალომე ლაფერაძის განმარტებით, მათი ნაწილი საკუთარი მეურნეობიდან იქნება წარმოდგენილი, ნაწილით კი რეგიონებიდან მომარაგდებიან. ასევე, გათვალისწინებულია მარკეტში მონასტრებში დამზადებული პროდუქტების განთავსება.

რაც შეეხება ინვესტიციას, ის დამფუძნებელთა პირადი სახსრებია და 50 000 ლარს აღწევს.

სალომე ლაფერაძის განმარტებით, საქმიანობის დაწყების პროცესში, მათ აგრომარკეტს უპირატესობა იმ თვალსაზრისითაც მიანიჭეს, რომ აღნიშნული პროდუქცია რელევანტურობას პანდემიის ფონზეც არ კარგავს.  სალომე ლაფერაძე აღნიშნავს იმასაც, რომ გათვალისწინებულია ფასდაკლებები პენსიონერ მომხმარებლებზე. ამასთან, აგრომარკეტი დაახლოებით 10 ადამიანს დაასაქმებს.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, სალომე ლაფერაძემ განაცხადა, რომ ბიომარკეტის გახსნას სვანეთშიც განიხილავენ. 

„როგორც გავარკვიეთ, სვანეთში არ არის მსგავსი ობიექტი წარმოდგენილი. მსგავს ტერიტორიაზე ფილიალის გახსნა ჩვენთვისაც დამატებითი სირთულე და ხარჯი იქნება, თუმცა ვითვალისწინებთ იმასაც, რომ სვანეთი ტურისტული ზონაა და ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა იქნება“ - აცხადებს სალომე ლაფერაძე.