კომპანია Google ხმის საძიებო სისტემას აუმჯობესებს. კომპანიაში ახალ სისტემაზე მუშაობენ, რომელიც ადამიანის საუბარს ინტერნეტთან კავშირის გარეშე განსაზღვრავს.
ახალი სისტემის ტესტირება სმარტფონ Nexus 5-ის ბაზაზე ჩატარდა და დადებითი შედეგები იქნა მიღებული. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ შეცდომის კოეფიციენტი 13,5 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ პროგრამა ქსელთან კავშირს არ საჭიროებს, რაც შესაძლოა ანალოგიურ სისტემებს - Google Now ან Apple Siri-ს შეადარო.
ზოგიერთი ექსპერტი მსგავს სისტემებს სკეპტიკურად უყურებს, რადგან მათ შეუძლიათ პირად მონაცემების ხელშეუხებლობა დაარღვიონ. ახალი სისტემა Android-ის საოპერაციო სისტემაში იქნება ჩამონტაჟებული და სტანდარტულ პარამეტრებს გააუმჯობესებს.