მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გულშემატკივრებს კომენდანტის საათი არ შეეხებათ" - ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

6053702426b7d
BM.GE
18.03.21 19:23
1485
როგორც ცნობილია, 28 მარტს საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი შედგება. აქედან გამომდინარე დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. საბჭოს გადაწყვეტილებით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა მხოლოდ 30%.

იმის გათვალისწინებით, რომ მატჩი 20:00 საათზე დაიწყება, 21:00 საათიდან კი ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს, ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რა პირობით შეძლებენ გულშემატკივრები მატჩზე დასწრებას.

"ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებულ და სხვა ყველა საჭირო ინფორმაციას უახლოეს დღეებში მოგაწვდით. ბილეთების გაყიდვა, უეფას რეკომენდაციით, ონლაინ რეჟიმში მოხდება. იმ ადამიანს, რომელსაც მატჩის ბილეთი ექნება, ავტომატურად იქნება სიაში და კომენდანტის საათი არ შეეხება, თუმცა მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრებმა სახლში დაბრუნება 23:59-მდე უნდა მოახერხონ"- წერს ფეხბურთის ფედერაცია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.