20.ივლისი .2020 11:16

"გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა"

views 857
უკან

"გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა",  - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენამდე განაცხადა. 

მან „ქართული ოცნების“ გუნდსკრიზისის პერიოდში ქვეყნის სწორი მართვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ამ კრიზისმა დაანახა ყველას, რომ ქვეყანა სანდო ხელშია და რომ ხელისუფლება არის ქვეყანაში სიმშვიდის და სტაბილურობის გარანტი, ასევე, რაციონალური და პრაგმატული პოლიტიკის გამტარებლი. გუნდს, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია, კვლავაც შეუძლია იტვირთოს და ასწიოს ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა. ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში ჩვემა გუნდმა წინ წაიყვანა ქვეყანა მრავალი მიმართულებით. პროგრესი ჩანს პრაქტიკულად ყველა მიმართულებაში. რა თქმა უნდა, არავინაა იმ ილუზიის ტყვეობაში, რომ ყველაფერი დალაგდა და აღარაფერია გასაკეთებელი. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო დამსახურებულად ჩაეწერა უსაფრთხო ქვეყნების სიაში.