"სიამოვნებით მივიღებთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ საჩუქრად ტერიტორიას, რომელიც დიღმის ტყე-პარკში მათ აქვთ", - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის ბრალდებებს იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თბილისისთვის იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის უსასყიდლოდ გადაცემით ამომრჩევლების მოსყიდვა სცადა.
„არანაირი ამომრჩევლის მოსყიდვა არ არის ეს, არანაირი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ხდება. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დიღმის ტყე-პარკში ფლობენ გარკვეულ ტერიტორიებს. მზად ვართ, ეს ტერიტორიები მივიღოთ საჩუქრად, გადმოგვცენ. ქალაქი მადლობას გადაუხდის და იმაზეც არ შევაწუხებთ, რომ პროექტის განხორციელებაზე ფული დახარჯონ. ამ ვალდებულებას ჩვენ ავიღებთ ჩვენს თავზე და განვახორციელებთ პროექტს“, - ამბობს კალაძე.
თბილისის მერის თქმით, ოპოზიცია აბსურდულ ბრალდებებს აჟღერებს. „წინა ხელისუფლების პირობებში იპოდრომის ტერიტორია იქნა გასხვისებული კერძო პირებზე. ბიძინა ივანიშვილმა ეს ტერიტორია გამოისყიდა. სავარაუდოდ, ტერიტორია მიმართული იყო იქით, რომ იქ მომხდარიყო კორპუსების მშენებლობა. მე ვამაყობ პროექტით, რომელიც ამ ტერიტორიაზე განხორციელდება“, - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერიის ინფორმაციით, გუშინ მერიასა და ფონდ "ქართუს" შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, "ქართუმ" ქალაქს იპოდრომის ტერიტორია აჩუქა, სადაც ასევე "ქართუ" თბილისის ცენტრალურ პარკს გააშენებს. არსებული ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 10-15 მლნ დოლარია. მისი მშენებლობა 2 წელიწადში დასრულდება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ