04.ოქტომბერი .2022 22:35

"გვალვამ ყურძენი დაგვიწვა" - მეღვინეობა "ბახტრიონი"

"გვალვამ ყურძენი დაგვიწვა" - მეღვინეობა "ბახტრიონი"
views 432
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში ყურძნის 80% უკვე დაკრეფილია. ღვინის ეროვნული სააგენტოს 3 ოქტომბრის მონაცემებით, ამ დროისთვის კახეთში 222 000-მდე ტონა ყურძენია გადამუშავებული.

კახეთში გვალვების გამო, რთველი წელს ჩვეულ დროზე ადრე დაიწყო. უამინდობა მევენახეების ნაწილისთვის წელსაც პრობლემა იყო. მაგალითად, გვალვამ მეღვინეობა ბახტრიონს ყურძნის ძირითადი ნაწილი დაუზიანა.

როგორც მეღვინეობის დამფუძნებელი მამუკა პაპაშვილი bm.ge-სთან ამბობს, მშრალმა ამინდებმა კომპანიის მოსავალზეც იქონია გავლენა და მეღვინეობამ საკუთარი ვენახებიდან მხოლოდ 4 ტონა ყურძენი მიიღო.

„წლევანდელი რთველი ძალიან ცუდი იყო, ვენახებიდან 4 ტონა ყურძენიც ვერ მოიკრიფა. სხვადასხვა ფერმერისგან შესყიდვა დაგვჭირდა. ახმეტაში განსაკუთრებით გვალვიანი სეზონი იყო, მოსავალი დაიწვა. ზოგადად 30 ტონამდე ყურძენს ვიღებდით, ფაქტობრივად მთლიანად განადგურდა. აქ უკვე ვაზისა და ვენახის გადარჩენაზე იყო საუბარი. რაც შეეხება ნაადრევ რთველს, გვალვის გამო მევენახეებმა კრეფა ადრე დაიწყეს და როგორც საშამპანიურე მასალა ისე ჩააბარეს“ - ამბობს ის.

ცნობისთვის: „ბახტრიონი“ წელს 8 ტონა ყურძენს გადაამუშავებს. კომპანია 7 ათასამდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა