მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს 15 000-მდე საწოლი და 2 000-მდე სასუნთქი აპარატი" - ნინა კობახიძე

5e7362a3d5147
ინგა მურუსიძე
19.03.20 16:23
2398
გვაქვს 15 000-მდე საწოლი და 2000-მდე სასუნთქი აპარატი, - ამის შესახებ BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ნინა კობახიძემ პრემიერ-მინისტრისა და კერძო ჰოსპიტლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ახლა დასრულდა კერძო ჰოსპიტალების წარმომადგენლების შეხვედრა პრემიერთან. სრული მობილიზება და კოორდინაცია იქნება ჩვენი მხრიდან და მზაობა მაქსიმალურად ეფექტურად ვმართოთ პროცესი, თუ საჭირო გახდა, ჩვენი კლინიკების ჩართულობა. გვაქვს 15 000-მდე საწოლი, 2000-მდე სასუნთქი აპარატი. გვყავს კვალიფიცური ექიმები, რომლებიც გაივლიან გადამზადებას.

მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ არ დადგება საჭიროება და ძალიან მარტივად მოვერევით ამ ვირუსს სახლებში.
ამიტომ უნდა დავრჩეთ სახლში", - წერს ნინა კობახიძე Facebook-ში, თავის გვერდზე.