მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვაქვს ამბიციური გეგმა, რაც გაზრდის მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას"

5f5a2914a8fa8
BM.GE
10.09.20 17:21
894
„2017 წელს საქართველო გახდა ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების ოჯახის წევრი, ამან დღის წესრიგში დააყენა ახალი გამოწვევები და ამოცანები, რომ ჩვენ არამარტო ძლიერ ენერგეტიკულ ბაზრად, არამედ ევროპულ ყაიდაზე, ევროპული სტრუქტურით და წესით ფუნქციონირებად ბაზრად გარდავიქმნათ,“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ბევრი სიახლეა - დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც ცივილიზებულ, გამჭვირვალე ბაზრის ელემენტებს გააძლიერებს ენერგეტიკაში, ასევე მირებულია ჩარჩო-კანონმდებლობის მთელი პაკეტი.

„მივიღეთ განახლებული კანონი ენერგეტიკის შესახებ, ახალი კანონი ენერგოეფექტურობის შესახებ, მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, როგორ განვავითაროთ თუნდაც საკანონმდებლო ჩარჩო, რაც, საბოლოო ჯამში, ზრდის ჩვენი მოსახლეობის ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგების საიმედოობას, ბაზრის გამჭვირვალობას და ინვესტორებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამ გარემოს, იმიტომ, რომ ეს იქნება განსაკუთრებით ევროპული, დასავლელი ინვესტორებისთვის ნაცნობი თამაშის წესები“ - განაცხადა ნათია თურნავამ.